|
2017-12-28 13:16:27, 2028 ნახვა
სამართალი
ადვოკატი პანკისში დაკავებული ზურაბ გორნაკაშვილის მიმართ გირაოს შეფარდებას მოითხოვს
თბილისის საქალაქო სასამართლო პანკისის ხეობაში სპეცოპერაციისას დაკავებული ზურაბ გორნაკაშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე მსჯელობს. მისი საქმე ცალკე წარმოებადაა გამოყოფილი, რადგან სავარაუდოდ, გორნაკაშვილი გამოძიებასთან თანამშრომლობს, თუმცა აღნიშნულს მისი ადვოკატი ირაკლი ბენია არ ადასტურებს. ადვოკატის თქმით, დაცვის მხარე დღევანდელ პროცესზე აღკვეთის ღონისძიების სახით გორნაკაშვილისთვის გირაოს შეფარდებას მოითხოვს. როგორც ბენიამ ჟურნალისტებს განუცხადა, საქმის მასალებში სხვადასხვა სახის მტკიცებულებებია, რომელიც არ იძლევა იმის თქმის საშუალებას, რომ ზურაბ გორნაკაშვილი დანაშაულებრივი ქმედების ჩადენაში მონაწილეობდა. „ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი რამდენჯერმე დაიკითხა დაკავებამდე და დაკავების შემდეგაც მოხდა მისი დაკითხვა“, -დასძინა ადვოკატმა. სამართალდამცველებმა სპეცოპერაციის დროს 5 პირი: ზურაბ გორნაკაშვილი, რუსლან ალადამოვი, რამაზ მარგოშვილი, ბადურ ჩოფანაშვილი და თემირლან მაჩალიკაშვილი დააკავეს. ალადამოვის, მარგოშვილის და ჩოფანაშვილის სასამართლო პროცესი 14:00 საათზე დაიწყება. ცნობილია, რომ პროკურატურა პანკისის ხეობაში დაკავებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას მოითხოვს. რაც შეეხება მაჩალიკაშვილს, იგი სპეცოპერაციის დროს დაიჭრა და საავადმყოფოში იმყოფება. შესაბამისად, მისი პროცესი ჯერჯერობით ჩანიშნული არ არის. სუს-ის იფნორმაციით, დაკავებულები დაკავშირებული არიან 21-22 ნოემბერს, თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად განეიტრალებული დაჯგუფების წევრებთან და მათ ხელშემწყობ პირებს წარმოადგენენ. უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, დანაშაულებრივ ჯგუფთან კავშირზე მყოფი სხვა პირების გამოვლენის მიზნით, საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.
პოლონეთი ქვეყანაში შესვლის გამკაცრებას გეგმავს, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებისთვის
ხარკოვის ოლქში რუსეთის სარაკეტო დარტყმას 10 ადამიანი ემსხვერპლა 17 კი დაშავდა
ჩხუბი ბათუმის ბულვარში - დაჭრილია 2 ადამიანი
ნიკა გვარამია - „ნდობის აღდგენა“ სრულიად ფუჭი სიტყვებია და მის უკან არავითარი პოლიტიკური შინაარსი არ დგას
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)