|
2017-12-27 12:57:11, 1795 ნახვა
ეკონომიკა
„ლიბერთი ბანკი“ და Educare Georgia ერთწლიანი თანამშრომლობის შედეგებს აჯამებენ
27 დეკემბერს, ლიბერთი ბანკის და Educare Georgia-ს წარმომადგენლებმა ერთწლიანი თანამშრომლობის შედეგები შეაჯამეს. ლიბერთი ბანკი 2017 წელს შეუერთდა Educare Georgia-ს პარტნიორთა რიგებს და ორგანიზაციას დახმარება გაუწია ხანის აკადემიის (Khan Academy) ქართულად თარგმნასა და პლატფორმის პოპულარიზაციაში. ხანის აკადემია მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი უფასო საგანმანათლებლო პლატფორმაა, სადაც სხვადასხვა თემაზე წარმოდგენილია ვიდეო გაკვეთილები და პრაქტიკული სავარჯიშოები. Educare Georgia უზრუნველყოფს პლატფორმის ქართულ ენაზე თარგმნას, რაც საშუალებას აძლევს ქართველ მოსწავლეებსა და მასწავლებლებს მიიღონ მათთვის სასურველი ინფორმაცია უცხო ენის ბარიერის გარეშე. ვიდეო გაკვეთილები დაყოფილია როგორც სასკოლო კლასების, ასევე თემების და საგნების მიხედვით. პლატფორმა საშუალებას აძლევს მასწავლებლებს დააკვირდნენ მოსწავლეთა პროგრესს და მეტი ყურადღება დაუთმონ იმ საკითხებს, რაშიც მოსწავლეები მეტ დახმარებას საჭიროებენ. 2017 წელს Educare Georgia-ს ძალისხმევით ქართულ ენაზე შეიქმნა მათემატიკის 2,000 ზე მეტი ვიდეო გაკვეთილი. ამავე წელს ორგანიზაციის ძალისხმევით ხან აკადემია გამოიყენა 65,000 მომხმარებელმა მთელი საქართველოდან. გარდა ამისა, მათემატიკის მასწავლებლებმა აქტიურად გამოიყენეს Khan Academy სასწავლო პროცესში შემდეგ ქალაქებში: გორი, ქუთაისი, რუსთავი, ბორჯომი, ბადიაური, თოხლიაური, დაბა ჟინვალი, დუშეთი, სალხინო, სამეგრელო, სერგიეთი, სამეგრელო, ფასანაური, დუშეთი. სულ პროექტში მონაწილეობდა 375 მოსწავლე. მათ სემესტრის განმავლობაში "დაახელოვნეს" ("დახელოვნება" - ხანის აკადემიაზე საკითხის სრულფასოვნად შესწავლის სტატუსის სახელწოდება) 11,728 ახალი საკითხი/უნარი. ხანის აკადემიის პოპულარიზაციასა და ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდაში დიდი როლი სწორედ მასწავლებლებს ენიჭებათ. ხანის აკადემიის პლატფორმას საქართველოში 3,000 მდე მასწავლებელი იყენებს. ლიბერთი ბანკმა და Educare Georgia-ს წარმომადგენლებმა შეარჩიეს 5 წარმატებული მასწავლებელი: მარინა კაპანაძე, რუსთავი - N7 საჯარო სკოლა, ქეთევან ტყეშელაშვილი, თბილისი - იუჯი სკოლა, შორენა ადუაშვილი, თბილისი - ათასწლეულის სკოლა, იოსებ გოგიჩაიშვილი, თბილისი - ათასწლეულის სკოლა, ნინო ლომსაძე, თბილისი - კლასიკური გიმნაზია. „მოხარული ვარ, რომ ჩვენი თანამშრომლობა შედგა და დღეს ასეთი კარგი შედეგი გვაქვს ხანის აკადემიის პოპულარიზაციის კუთხით. მომავალ წელს ვგეგმავთ ბიოლოგიის, ფიზიკის და ქიმიის ვიდეო გაკვეთილების ქართულად თარგმნას, რაც კიდევ უფრო მეტ მოსწავლეს მისცემს საშუალებას გაიღრმაონ ცოდნა საბუნებისმეტყველო საგნებში. ასევე ვგეგმავთ უფრო მეტ სკოლაში შევიტანოთ ხანის აკადემიის გამოყენების პრაქტიკა. კიდევ ერთხელ მსურს მადლობა გადავუხადო ლიბერთი ბანკს პარტნიორობისთვის, რადგან Educare Georgia-ს წარმატება მხოლოდ პარტნიორი დონორების და მოხალისეების ძალისხმევით არის შესაძლებელი“ - აღნიშნა Educare Georgia-ს დირექტორმა, ბატონმა გიორგი ჯიბლაძემ. „ქვეყანაში განათლების დონის ამაღლება ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება. ამიტომ, მოხარული ვარ, რომ ლიბერთი ბანკი ხელს უწყობს ქვეყანაში თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით განათლების მიღებას. ვფიქრობ, რომ ხანის აკადემიის პლატფორმა ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა სკოლის მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავებისთვის.“ - აღნიშნა ლიბერთი ბანკის დირექტორის მოადგილემ, ბატონმა დავით ვერულაშვილმა. ხანის აკადემიის ქართულენოვანი პლატფორმა ხელმისაწვდომია შემდეგ გვერდზე: https://ka.khanacademy.org/ და YouTube არხზე (Khan Academy Kartuli)
(R)
კობახიძე ამტკიცებს, რომ ტრამპს და რუბიოს ესაუბრა
კაცმა ფარულად შეაღწია საცხოვრებელ სახლში, ბლაგვი საგნით და ცივი იარაღით დაზიანებები მიაყენა თანასოფლელ, ხანდაზმულ ქალს, დანაშაულის ადგილს ცეცხლი წაუკიდა და მიიმალა - ქალი ადგილზე გარდაიცვალა
პაპუაშვილი – საქართველო-აშშ-ის ურთიერთობები გადატვირთვის გზით მიდის
კობახიძე - ალდეს ლიბერალობის არაფერი ეტყობა, კვლავაც დგანან რადიკალიზმის, მათ შორის ტერორისტული აქტის მხარეს
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ღამით საჰაერო დარტყმები განახორციელა კიევის, ოდესისა და ზაპოროჟიეს რეგიონებზე- ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)