|
2017-12-23 16:54:08, 2292 ნახვა
საზოგადოება
N11 არასრულწლოვანთა დაწესებულბას იუმორისტული შოუს წევრები და ჯგუფი „რეზო და ბავშვები“ ესტუმრნენ
N11 არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებაში მყოფ მსჯავრდებულებს, წინასაახალწლო ღონისძიებების ფარგლებში, დამდეგი შობა-ახალი წელი დღეს იუმორისტული შოუს მსახიობებმა და ჯგუფმა „რეზო და ბავშვები“ მიულოცეს. მსახიობები ლევან კვარაცხელია, ლევან გოგორელიანი, თემურ მჟავია და ჯგუფი „რეზო და ბავშვების“ წევრები - რევაზ ბლიაძე და ლევან ხოტივარი დაწესებულებას პირადად ესტუმრნენ და იუმორისტულ ნომრებთან ერთად, სიმღერებიც შეასრულეს. სტუმრებმა იუმორისტულ ჟანრში მუშაობასთან დაკავშირებით ახალგაზრდების შეკითხვებსაც უპასუხეს. მსახიობ თემურ მჟავიას განცხადებით, საზოგადოების მხარდაჭერა არასრულწლოვანი მსჯავრდებულებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. „როცა ყველა ადამიანი ახალ წელს ოჯახთან ერთად, ახლობლების გარემოცვაში ხვდება, მნიშვნელოვანია პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფმა ახალგაზრდებმა ჩვენი გვერდით დგომა იგრძნონ. აღნიშნულ დაწესებულებაში არსებული გარემო და პირობები სახელმწიფოს მხრიდან ამ ახალგაზრდების მიმართ ზრუნვაზე მიუთითებს. ჩვენ მომავალშიც მზად ვართ მოვიდეთ და მათთვის ღონისძიებები გავმართოთ“, - განაცხადა თემურ მჟავიამ. „რეზო და ბავშვების“ ხელმძღვანელის რევაზ ბლიაძის განცხადებით, მისი ჯგუფი მზადაა, არასრულწლოვანი მსჯავრდებულების მხარდაჭერის მიზნით, სამინისტროსთან მომავალშიც აქტიურად ითანამშრომლოს და დაწესებულებაში სამომავლოდ, კონცერტიც გამართოს.
(NS)
მეუფე იობი -დღეს ვხედავთ, რომ ურწმუნოა ჩვენი ხელისუფლება, არაეკლესიური არის
რესპუბლიკელებმა სენატსა და წარმომადგენელთა პალატაში ლიდერები გამოავლინეს
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ პენტაგონის ხელმძღვანელის იმპიჩმენტის მცდელობა დაბლოკა
უკრაინულმა დრონებმა შემოდგომის დასაწყისიდან მეორედ შეუტიეს რუსეთის უდიდეს ბალტიის ზღვის პორტს
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)