12:20 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-22 17:36:54, 1796 ნახვა

საზოგადოება
ხანდაზმულთა პანსიონატში წინასაახალწლო ღონისძიება გაიმართა

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედმა სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრმა“ თბილისის ხანდაზმულთა პანსიონატში წინასაახალწლო ღონისძიება გამართა.

პანსიონატის 56 ბენეფიციარს დამდეგი ახალი წელი დანაშაულის პრევენციის ცენტრის დირექტორმა თათია ხოჭოლავამ და პროგრამა „ორი თაობის“ მონაწილეებმა მიულოცეს. წინასაახალწლო ღონისძიების ფარგლებში  ორ თაობას შორის  ნარდსა და ჭადრაკში შეჯიბრიც გაიმართა. გამარჯვებულებს სიმბოლური საჩუქრები და ტკბილეული გადაეცათ.

სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ ინიციატივით პროგრამა „ორი თაობა“ აღნიშნულ პანსიონატში მესამე წელია  მიმდინარეობს. მისი მიზანი ახალგაზრდებში უფროსი თაობის მიმართ მზრუნველობისა და პასუხისმგებლობის გრძნობის განვითარებაა.  სკოლის მოსწავლეები, მოხალისეობრივ საწყისებზე, ხანდაზმულთა პანსიონატს  ყოველკვირეულად სტუმრობენ და  მოხუცებს ყოველდღიურ საქმიანობაში ეხმარებიან, უკითხავენ გაზეთებს, მონაწილეობენ ეზოსა და მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობაში.

სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ საქმიანობის ერთ-ერთი მიმართულება ახალგაზრდებში მოხალისეობრივი საქმიანობის მხარდაჭერა, სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება და შემოქმედებითი ინიციატივების განვითარებაა, რომ მათ შეძლონ თავისუფალი დრო უფრო ნაყოფიერად და საინტერესოდ გაატარონ.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უკრაინამ ვოლგოგრადში მდებარე „ისკანდერის“ სარაკეტო ქარხანას „ფლამინგოს“ რაკეტები დაარტყა
დროა: როდესაც ხოშტარია არ არის გადაყვანილი სამოქალაქო კლინიკაში, ეს სადამსჯელო ოპერაციაა
სააკაშვილი: ზურაბიშვილი საქართველოს ისტორიაში ყველაზე ცუდი საგარეო საქმეთა მინისტრი იყო
უკრაინაში მიმდინარე ომში კიდევ ორი ​​ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics