|
2017-12-22 17:27:31, 2055 ნახვა
ეკონომიკა
სურამში ყოფილი სანატორიუმი „ფოლადი“ იყიდება
პროექტის „50 ქონება შენი სასტუმროსთვის“ ფარგლებში, კურორტ სურამში მდებარე ყოფილი სანატორიუმი „ფოლადის“ ტერიტორიაზე 30511 კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული 27 შენობა-ნაგებობა პირობიან ელექტრონულ აუქციონზე იყიდება . დაბა სურამში, ჩუმათელეთში მდებარე ყოფილი ბანაკი „ფოლადი“ 30511 კვ.მ. მიწის ნაკვეთზეა განთავსებულია და მიმზიდველია სასტუმრო ინფრასტრუქტურის მოსაწყობად. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ“ პირობიან ელექტრონულ აუქციონზე უძრავი ქონება საწყის ღირებულებად - 890 000 ლარად გამოიტანა. აუქციონის პირობების მიხედვით, მყიდველი ვალდებულია უზრუნველყოს სასტუმრო კომპლექსის მშენებლობა. პროექტი „50 ქონება შენი სასტუმროსთვის“ გულისხმობს ტურისტულად ყველაზე აქტიურ რეგიონებში მდებარე სახელმწიფო ქონების ინვესტორებისთვის შეთავაზებას სასტუმრო-ინფრასტრუქტურის მოსაწყობად. პროექტის ფარგლებში დღეის მდგომარეობით გაყიდულია 39 400 501 ლარის უძრავი ქონება, ხოლო სასტუმროების ასაშენებლად განსახორციელებელი ინვესტიციის მოცულობა არანაკლებ 59 200 000 ლარს შეადგენს. აუქციონის შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია ბმულზე: https://www.eauction.ge/Home/EntityView/488602
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)