04:50 - 21 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-22 11:10:41, 2201 ნახვა

სამართალი
გახარია განცხადებით, იბერიაში მომხდარი ინციდენტის გამოძიების მუხლი შეიძლება გადაკვალიფიცირდეს

შინაგან საქმეთა მინისტრი ტელეკომპანია „იბერიაში“ მომხდარ შემთხვევას და დაცვის პოლიციის თანამშრომლის დაჭრის ფაქტს გამოეხმაურა.

„ამ შემთხვევას გარკვეული სპეკულაციები მოყვა. სრული პასუხისმგებლობით მინდა გითხრათ, რომ პოლიტიკურად ნეიტრალური საპოლიციო სისტემა არის ჩვენი უმთავრესი ფასეულობა და რა თქმა უნდა, მსგავს შემთხვევებს, ვისი მხრიდანაც არ უნდა მოდიოდეს ის შესაბამისი რეაგირება მოყვება“,-აღნიშნა გახარიამ.

შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, გამოძიება უკვე დაწყებულია და ჯერჯერობით 126-ე მუხლით მიმდინარეობს, თუმცა შეიძლება გადაკვალიფიცირდეს. მისივე განმარტებით, სამართალდამცავ ორგანოებს აქვთ ვალდებულება, შეასრულონ თავიანთი მოვალეობა ყველა მოქალაქის წინაშე.

„პოლიტიკურად ნეიტრალური საპოლიციო სისტემა არის ქვეყნისთვის ძალზედ მნიშვნელოვანი კომპონენტი’’- განაცხადა გიორგი გახარიამ.

რაც შეეხება დაცვის პოლიციის თანამშრომლის დაჭრის ფაქტს, გიორგი გახარიას ინფორმაციით, ეს იყო თვითდაზიანება - „თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ პროცესი მიმდინარეობს და საბოლოო შეფასებას ჯერ ვერ ვაძლევთ”,-დასძინა გახარიამ.

შეგახსენებთ, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, უწყებაში შევიდა შეტყობინება, რომ მიმდინარე წლის 21 დეკემბერს თბილისში, ჩუბინაშვილის ქუჩაზე ტელეკომპანია „იბერიის“ გადაცემაში "ცენზურის გარეშე“, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საბჭოს წევრს, ეკა წამალაშვილს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
World Justice Project- საქართველოს კანონის უზენაესობის საერთო მაჩვენებელი წლევანდელ ინდექსში 2%-ით შემცირდა, კანონის უზენაესობის ვარდნაში რეგიონში პირველია
Tasnim: უკრაინამ ირანის მიმდებარე ქვეყნებში მიკროდრონების ქსელი განალაგა
ვენსმა უარი თქვა ნეთანიაჰუს მხარდაჭერაზე არჩევნებში, ტრამპის მხარდაჭერის მიუხედავად
ოსლოში შეხვედრაზე ვიტკოფი ზელენსკის თხოვს დათმოს უკრაინის ტერიტორიები პუტინისთვის - The New York Times
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics