|
2017-12-20 19:22:07, 1721 ნახვა
კომენტარი
კვირიკაშვილი: ის, რომ მთავრობა წავა და ლარი გაყვება, ხატოვანი ნათქვამია - ასე არ მოხდება
„რაც შეეხება ლარის საკითხს, მთავრობა არის აბსოლუტურად ყველაფერზე პასუხისმგებელი, რაც ქვეყანაში ხდება და არავინ არ გაურბის ამ პასუხისმგებლობას“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი კვირიკაშვილმა ფრაქციქა „ნაციონალური მოძრაობის“ სხდომაზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ეკონომიკური მაჩვენებლითაც და მაკროეკონომიკური პარამეტრების მიხედვითაც, პოსტ 2014 წლის მოვლენების ზეგავლენა საქართველომ პრაქტიკულად დაძლია. „პირველი დევალვაციის ტალღა, მოგეხსენებათ, რომ წამოვიდა, როდესაც 2014 წლიდან მოყონებული სერიოზული რეგიონული პრობლემები შეიქმნა უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებთან და ოკუპაციასთან დაკავშირებით, ეს იყო სირიის კრიზისი, რომელმაც ჩვენზე საგარეო შოკის სახით იქონია ზეგავლენა. საქართველოს ეკონომიკა, საკმაოდ მედეგი აღოჩნდა ამ საგარეო შოკის მიმართ და ღირსეულად გადავლახეთ ეს. შემიძლია გითხრათ, რომ ეკონომიკური მაჩვენებლითაც და მაკროეკონომიკური პარამეტრების მიხედვითაც, ჩვენმა ქვეყანამ პრაქტიკულად შეიძლება ითქვას, რომ დაძლია პოსტ 2014 წლის მოვლენების ზეგავლენა. თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ მცურავი სავალუტო კურსი, არის ის განუხრელი ხაზი, რომელსაც ჩვენი ქვეყანა მისდევს, ეს არის დამოუკიდებელი მონეტარული პოლიტიკა და ფისკალური პოლიტიკა, რომელსაც ჩვენი მთავრობა ახორციელებს. დღეს რატომ არის ლარი ცოტა უფრო გამყარებული, მე ამის მიზეზის თქმა გამიჭირდება. ბაზარზე ბევრი ფაქტორი ზემოქმედებს. როგორც თქვენ ახსენეთ, რომ მთავრობა წავა და ლარი გაყვება, ეს ხატოვანი ნათქვამია, ასე არ მოხდება“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
"ლელო-ძლიერი საქართველო": გასული 34 წლის მანძილზე საქართველოს ტერიტორიაზე მომხდარ ყველა შეიარაღებულ კონფლიქტში ჩვენი ქვეყანა მუდამ იცავდა საკუთარ სახელმწიფო ინტერესებს
ნინო სუხიშვილი მიმართვას ავრცელებს
მიქაუტაძე ამბობს, რომ ბიზნესმენებისგან აღებული ფული გრიგოლ ლილუაშვილთან მიჰქონდა
სუს: ოკუპანტების მიერ 2025 წლის 5 დეკემბერს უკანონოდ დაკავებული მოქალაქე თავისუფალია
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)