|
2017-12-20 16:43:12, 2022 ნახვა
ეკონომიკა
ბახტაძე: კაპიტალის ბაზრის განვითარება მთავრობისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია
,,კაპიტალის ბაზრის განვითარება ჩვენი მთავრობისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია“,-ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გაერთიანებულ საპარლამენტო კომიტეტებზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, ადგილობრივი კაპიტალის ბაზრის სიღრმე და ეფექტურობა შექმნის ეროვნული ვალუტით გრძელვადიანი დაფინანსების შესაძლებლობას, რაც ხელს შეუწყობს კერძო სექტორის, როგორც ეკონომიკური ზრდის მნიშვნელოვანი მამოძრავებლის, განვითარებას. მისივე თქმით, სტაბილური ადგილობრივი კაპიტალის ბაზარი, თავის მხრივ, შეამცირებს მერყეობებს ეკონომიკაში და კიდევ უფრო გაზრდის მის ეფექტურობას. ,,ჩვენი უწყების კომპეტენციის ფარგლებში უკვე განხორციელდა ღონისძიებები საგადასახადო სისტემის და ფასიანი ქაღალდების მიმართულებით, კერძოდ, განხორციელდა ფასიანი ქარალდების დაბეგვრის სისტემის ძირეული გადახედვა. შემუშავდა საგადასახადო კოდექსში ცვლილების პროექტი. ამჟამად, საქართველოს პარლამენტში, სწორედ აღნიშნული პროექტის განხილვა მიმდინარეობს. კანონპროექტის თანახმად, ფიზიკური პირები და არარეზიდენტები თავისუფლდებიან საშემოსავლო და მოგების გადასახადებისგან, ასევე, სასესხო და წილობრივი ფასიანი ქაღალდის მიწოდებით და სასესხო ფასიანი ქაღალდიდან პროცენტის სახით მიღებულ შემოსავალზე, გარდა განაკვეთების შემცირებისა. ცვლილების თანახმად, შესაძლებელი იქნება, როგორც რეზიდენტი ისე არარეზიდენტი პირებისთვის სრულად განულდეს საგადასახადო ადმინისტრირების რისკები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია კაპიტალის ბაზრის განვითარებისთვის. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, ჩვენ გვექნება ფინანსური ინტრუმენტების დაბეგვრის ერთ-ერთი საუკეთესო პრაქტიკა" - განაცხადა მამუკა ბახტაძემ. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)