09:40 - 11 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-20 16:38:22, 2314 ნახვა

საზოგადოება
თეა წულუკიანმა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე ეროვნული არქივის საქმიანობაზე ისაუბრა

„ჩვენ წელს შევძელით და UNESCO-ს მსოფლიო მეხსიერების რეესტრში შევიტანეთ ქართული სახარება-პალიმფსესტი, რომლის პირველი შრე მე-9 საუკუნისაა",-ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა პარლამენტის კომიტეტების დღევანდელ გაერთიანებულ სხდომაზე ეროვნული არქივის საქმიანობის შეჯამებისას. 

იუსტიციის მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ეროვნულმა არქივმა ბოლო 5 წლის განმავლობაში საარქივო დოკუმენტების ათეულობით ათას ფურცელს ჩაუტარა რესტავრაცია, მათ  შორის 800-ზე მეტ ეტრატის ფურცელს, რომელიც IX-XV საუკუნეებს განეკუთვნება.

„მომავალშიც ვგეგმავთ, რომ ეროვნულმა არქივმა ქართული პალიმფსესტების კვლევას დაუთმოს საკმარისი დრო", - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.

(NS) 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ პენტაგონის ხელმძღვანელის იმპიჩმენტის მცდელობა დაბლოკა
უკრაინულმა დრონებმა შემოდგომის დასაწყისიდან მეორედ შეუტიეს რუსეთის უდიდეს ბალტიის ზღვის პორტს
აშშ-ისკენ მიმავალი რუსული დიზელის საწვავით დატვირთული ბოლო ტანკერი შემობრუნდა და კურსი შეიცვალა.
ევროკავშირი და აშშ შეთანხმდნენ, რომ უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ ევროპული უსაფრთხოების სისტემა გადაიხედება.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics