20:21 - 14 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-20 14:52:26, 1720 ნახვა

კომენტარი
ბახტაძე: დღგ-ის დაბრუნება მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყიბისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია

მომავალი წლიდან უმნიშვნელოვანესი  რეფორმა იგეგმება დამატებული ღირებულების გადასახადის ზედმეტობების დაბრუნების მიმართულებით,  - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გაერთიანებულ საპარლამენტო კომიტეტებზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, რეფორმა გულისხმობს დღგ-ის ზედმეტობების ავტომატური დაბრუნების გამარტივებული და უსწრაფესი სისტემის დანერგვას.

"დღგ-ის ზედმეტობების ავტომატური დაბრუნების სისტემის დანერგვის შედეგად  შესაძლებელი იქნება დღგ-ის ზედმეტობის დაბრუნება განხორციელდეს  5-7 სამუშაო დღის განმავლობაში, მხოლოდ ელექტრონული განაცხადის წარდგენის საფუძველზე. რეფორმა ითვალისწინებს შემოსავლების სამსახურის პროგრამული უზრუნველყოფისა და რისკების შეფასების სისტემების სრულად განახლებას. აღნიშნული რეფორმის განხორციელების შედეგად, მომდევნო წლებში, კერძო სექტორში,  დამატებით 600 მილიონ ლარამდე ფულად რესურსი გაჩნდება, რაც მნიშვნელოვანი სტიმული იქნება ბიზნესის განვითარებისთვის. დღგ-ის ზედმეტობების დროული, მარტივი და ყოველგვარი ბიუროკრატიული ბარიერების გარეშე დაბრუნება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშოწყობისთვის", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
"ლელო-ძლიერი საქართველო": გასული 34 წლის მანძილზე საქართველოს ტერიტორიაზე მომხდარ ყველა შეიარაღებულ კონფლიქტში ჩვენი ქვეყანა მუდამ იცავდა საკუთარ სახელმწიფო ინტერესებს
ნინო სუხიშვილი მიმართვას ავრცელებს
მიქაუტაძე ამბობს, რომ ბიზნესმენებისგან აღებული ფული გრიგოლ ლილუაშვილთან მიჰქონდა
სუს: ოკუპანტების მიერ 2025 წლის 5 დეკემბერს უკანონოდ დაკავებული მოქალაქე თავისუფალია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics