|
2017-12-20 12:38:40, 1725 ნახვა
კომენტარი
ბახტაძე: ფისკალური პილიტიკის ამოცანაა ეკონომიკური ზრდისა და დასაქმების ხელშეწყობა
,,ჩვენი ფისკალური პოლიტიკის ამოცანაა ეკონომიკური ზრდისა და დასაქმების ხელშეწყობა", - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრობის კანდიდატმა მამუკა ბახტაძემ პარლამენტში რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის, აგრარულ საკითხთა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. „აღნიშნული პოლიტიკა ხელს შეუწყობს ინკლუზიურ ეკონომიკურ ზრდას. არსებული ფისკალური პოლიტიკის ფარგლებში ჩვენ დაგეგმილი გვაქვს მთავრობის ზომის მნიშვნელოვანი შემცირება. რესურსების სამართლიანი გადანაწილება, რაც გულისხმობს კონკრეტული წლის ბიუჯეტის ეფექტურ განაწილებას, ასევე რესურსების სამართლიან გადანაწილებას თაობებს შორის", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა. როგორც მან აღნიშნა, ადამიანური კაპიტალის განვითარებისთვის, ფისკალური პოლიტიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება განათლება იქნება. „მომდევნო წლებში გაიზრდება განათლების დაფინანსებაზე მიმართული სახსრები, მათ შორის განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა პროფესიული განათლების ხელშეწყობას", - განაცხადა ბახტაძემ.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)