|
2017-12-20 12:33:07, 1726 ნახვა
კომენტარი
ახალგაზრდა მეცნიერების წახალისებაზე სამინისტრო განსაკუთრებულ აქცენტს გააკეთებს
პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას, მიხეილ ჩხენკელმა მეცნიერების ფუნდამენტური დარგების უპირობო ხელშეწყობაზე ისაუბრა. მინისტრის თქმით, განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება ახალგაზრდა მეცნიერების წახალისებაზე. „როგორც რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი, ასევე სამინისტრო ახალგაზრდა მეცნიერების წასახალისებლად, დამატებით საგრანტო კონკურსს დააფინანსებენ. აქამდე თუ ფუნდამენტურ და გამოყენებით კვლევებში კონკურსები მონაცვლეობით, წლის გამოტოვებით ცხადდებოდა, სამინისტროს ინიციატივით, ამიერიდან ორივე ტიპის კვლევაში კონკურსი ყოველწლიურად გამოცხადდება“, - განაცხადა მინისტრმა. მისი აზრით, უმნიშვნელოვანესია ისეთ პროგრამებში მონაწილეობა, როგორიცაა ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციების პროგრამა „ჰორიზონტი 2020“, გაძლიერდება არსებული საერთაშორისო საგრანტო პროექტები და მოხდება კიდევ ახალ პროგრამების მოძიება. „გამომდინარე იქიდან, რომ მსოფლიო სამეცნიერო თანამეგობრობაში საქართველოს სრულფასოვანი ინტეგრირებისთვის სამეცნიერო დიასპორას ფასდაუდებელი წვლილის შეტანა შეუძლია, სამინისტრო ამ მიმართულებით აქტიურად იმუშავებს“.
მიქაუტაძე ამბობს, რომ ბიზნესმენებისგან აღებული ფული გრიგოლ ლილუაშვილთან მიჰქონდა
სუს: ოკუპანტების მიერ 2025 წლის 5 დეკემბერს უკანონოდ დაკავებული მოქალაქე თავისუფალია
"სოლიდუსმა" ოკუპირებულ აფხაზეთს დამატებით 100 ტონა საწვავი მიაწოდა - გიორგი არველაძე
ბენეფიტების ახალი პროგრამა „თეგეტას“ ყველა ყოფილი თანამშრომლისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)