|
2017-12-20 12:11:07, 1692 ნახვა
კომენტარი
გახარია: კრიმინალური პოლიცია უნდა იყოს მეტად ეფექტიანი და უფრო სწრაფად რეაგირებდეს გამოწვევებზე
შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ საპარლამენტო კომიტეტზე სიტყვით გამოსვლისას კრიმინალური პოლიციის ეფექტურობის გაძლიერებასა და რეფორმირებაზე ისაუბრა. გიორგი გახარიას განცხადებით, კრიმინალური პოლიცია უნდა იყოს მეტად ეფექტიანი და უფრო სწრაფად რეაგირებდეს იმ გამოწვევებზე, რომელიც დღეს ჩვენი საზოგადოების წინაშე დგას. „კრიმინალური პოლიციის ნაწილში დღეს აუცილებლად უნდა გამოიყოს რამდენიმე პრინციპულად მნიშვნელოვანი ნაწილი. პირველი ეს გახლავთ ის, რასაც ჰქვია საგამოძიებო კომპონენტის გაძლიერება. რა თქმა უნდა ცალკე უნდა იყოს დეტექტივთა დივიზიონი, თუმცა აქაც აუცილებელია ერთიანი სინერგიის ეფექტი. მიუხედავად ამისა, ჩვენ ვთვლით, რომ ცალკე არის გამოსაყოფი მართლწესრიგის ოფიცრის ინსტიტუტი, ე.წ. უბნის ინსპექტორების ინსტიტუტი, რომელმაც კიდევ უფრო უნდა გააძლიეროს მოქალაქეებთან ურთიერთობის კომპონენტი. ეს არის ის ძირითადი მიმართულებები, რის საფუძველზეც კონცეპტუალურად უნდა მოხდეს კრიმინალური პოლიციის რეფორმირება და შემდგომ მისი განვითარება“,- განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა. გიორგი გახარიას თქმით, ამ რეფორმის ძირითადი შინაარსი უკვე არსებობს და უახლოეს პერიოდში, იანვრიდან მისი განხილვა საერთაშორისო პარტნიორებთან მოხდება. თებერვალში კი უკვე შესაძლებელი იქნება პირველადი დრაფტის პარლამენტისთვის წარდგენა.
(NS)
მიქაუტაძე ამბობს, რომ ბიზნესმენებისგან აღებული ფული გრიგოლ ლილუაშვილთან მიჰქონდა
სუს: ოკუპანტების მიერ 2025 წლის 5 დეკემბერს უკანონოდ დაკავებული მოქალაქე თავისუფალია
"სოლიდუსმა" ოკუპირებულ აფხაზეთს დამატებით 100 ტონა საწვავი მიაწოდა - გიორგი არველაძე
ბენეფიტების ახალი პროგრამა „თეგეტას“ ყველა ყოფილი თანამშრომლისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)