|
2017-12-20 11:17:45, 1489 ნახვა
კომენტარი
ჩხენკელი: უმთავრესი ამოცანა განათლების ხარისხის ამაღლება და მისი საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანაა
მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხთან დაკავშირებით პარლამენტში მიმდინარე საკომიტეტო მოსმენაზე, მიხეილ ჩხენკელმა განათლების ყველა დონეზე საყოველთაო ხელმისაწვდომობის აუცილებლობაზე ისაუბრა. მინისტრის აზრით, დღეს განათლების სისტემის განვითარების უმთავრესი ამოცანა განათლების ხარისხის ამაღლება, მისი საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა და განათლების თითოეულ დონეზე ინკლუზიის უზრუნველყოფაა. ქალაქისა და სოფლის სკოლებს შორის ზოგადი განათლების კუთხით არსებული პრობლემების დასაძლევად, მინისტრის თქმით, განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება სოფლის სკოლების საგანმანთლებლო ცენტრებად გარდაქმნაზე, რაც საბავშვო ბაღს, სკოლას, პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს, ბიბლიოთეკას, სპორტულ და შემოქმედებით კლუბებს გააერთიანებს. ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში განსაკუთრებული ყურადღება სახელმწიფო ენის შესწავლას დაეთმობა. თუმცა, მოზარდებთან ერთად, საგანმანათლებლო აქტივობებში მონაწილეობა ზრდასრულ მოსახლეობასაც შეეძლება.
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)