|
2017-12-19 18:43:56, 1871 ნახვა
კომენტარი
სკოლის დირექტორი დაჭრილ მოსწავლეზე: აბსოლუტურად უკონფლიქტო, ძალიან მშვიდი ბავშვია
15 წლის მოზარდი, რომელიც რუსთაველიზე გამზირზე, პირველი რესპუბლიკის სკვერში დაჭრეს, ვარკეთილში მდებარე კერძო სკოლის „ოქროს აკვანის“ მოსწავლეა. როგორც სკოლის დირექტორმა მაია მიქაძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა, დაჭრის ფაქტს სკოლის ტერიტორიაზე არანაირი ინციდენტი არ უძღოდა წინ. მისივე თქმით, მომხდარის შესახებ ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროდან მიაწოდეს. "არ ვიცი რა ხდება, ახლა ავდივარ საავადმყოფოში და გავარკვევ. ისიც არ ვიცი ჯერ, როგორ არის. ბავშვი არის აბსოლუტურად უკონფლიქტო, ძალიან მშვიდი და კარგი. დღეს გაკვეთილებს ჩვეულებრივად ესწრებოდა. წელს გადმოვიდა ჩვენ სკოლაში თუ არ ვცდები. შემიძლია ვთქვა, რომ არანაირი ინციდენტი წინ არ უძღოდა დაჭრის ფაქტს, რადგან ყველაფერს ძალიან ვაკვირდებით, განსაკუთრებით ბოლო დროს განვითარებული მოვლენების ფონზე", - განაცხადა მიქაზემ. ცნობისთვის, მოზარდი დღეს რუსთაველის გამზირზე, პირველი რესპუბლიკის პარკში დაჭრეს. ის ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანეს და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. შსს-ს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)