|
2017-12-19 15:16:29, 1919 ნახვა
ეკონომიკა
„პაშა ბანკი“ მესამე CEO Lunch Tbilisi-ის და ბიზნეს ფორუმის მხარდამჭერია
15 დეკემბერს Caspian European Club-მა და Caspian Energy Georgia-მ, პაშა ბანკის და აზერბაიჯანის საელჩოს მხარდაჭერით CEO Lunch Tbilisi-ის მესამე შეხვედრა და აზერბაიჯან-საქართველოს ბიზნეს ფორუმი გამართეს. შეხვედრის საპატიო სტუმრებს შორის იყვნენ აზერბაიჯანის ელჩი საქართველოში ბ-ნი დურსუნ ჰასანოვი, ქვემო ქართლის გუბერნატორი გრიგოლ ნემსაძე და იმერეთის სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე. სიტყვით გამოსვლისას აზერბაიჯანის ელჩმა ხაზი გაუსვა CEO Lunch Tbilisi-ის შეხვედრების მნიშვნელობას საქართველო-აზერბაიჯანის ბიზნეს წრეების დაახლოებისთვის და ახალი კონტაქტების დამყარებისთვის. ქვემო ქართლის გუბერნატორმა გრიგოლ ნემსაძემ მადლობა გადაუხადა Caspian Energy Georgia-ს მოწვევისთვის და აღნიშნა, რომ აზერბაიჯან-საქართველოს ბიზნეს ფორუმი ქმნის კომფორტულ გარემოს ორი ქვეყნის ეკონომიკური ურთიერთობების გასაღრმავებლად. გუბერნატორმა დეტალურად უამბო სტუმრებს ქვემო ქართლის რეგიონში ინვესტირების შესაძლებლობებზე ისეთ სექტორებში, როგორიცაა: სოფლის მეურნეობა, ტურიზმი და ენერგომატარებლები. იმერეთის რეგიონის გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე მიესალმა მონაწილეებს და პროექტს წარმატება უსურვა. მან იმერეთის მხარეში ბიზნესის განვითარების შესაძლებლობებზე ისაუბრა და მიმოიხილა ადგილობრივი საინვესტიციო ბაზარი, საგადასახადო სისტემა, თავისუფალი ეკონომიკური ზონა და რეგიონში ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამები. Caspian European Club-ის და Caspian American Club-ის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ტელმან ალიევმა მადლობა გადაუხადა საქართველოს მთავრობას, აზერბაიჯანის ელჩს ბ-ნ დურსუნ ჰასანოვს და პაშა ბანკს CEO Lunch Tbilisi პროექტის მხარდაჭერისთვის. პაშა ბანკის გენერალურმა დირექტორმა და დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ შაჰინ მამმადოვმა სტუმრებს გააცნო პაშა ჰოლდინგში შემავალი კომპანიები და ისაუბრა პაშა ბანკის ფინანსურ მაჩვენებლებზე საქართველოში დაფუძნებიდან დღემდე. CEO Lunch Tbilisi-ის შეხვედრები კომფორტული, არაფორმალური გარემოა ორი ქვეყნის კერძო და საჯარო სექტორების წარმომადგენლების მოლაპარაკებების საწარმოებლად და ახალი კონტაქტების დასამყარებლად. შეხვედრას დაესწრო ოთხმოცამდე სტუმარი აზერბაიჯანიდან და საქართველოდან.
(R)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)