05:30 - 21 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-19 14:47:14, 1770 ნახვა

სამართალი
შსს-ს ძიუდოს სპორტული კლუბის სპორტსმენებმა სანკტ-პეტერბურგში 3 ოქროს და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ძიუდოს სპორტული კლუბის - „მებრძოლის“ წევრებმა, საქართველოს ნაკრების სახელით, სანკტ-პეტერბურგში, მასტერსის პოპულარულ ტურნირში წარმატებით იასპარეზეს.

გამარჯვებულ სპორტსმენებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები და ოჯახის წევრები დახვდნენ.

მასტერსის წლევანდელი ტურნირი ქართული ძიუდოს ისტორიაში ყველაზე შედეგიანი აღმოჩნდა. აღნიშნულ ტურნირზე შსს-ს ძიუდოს სპორტული კლუბის - „მებრძოლის“ წევრებმა ერთ დღეში 3 ოქროს მედალი მოიპოვეს. ასევე კლუბის წევრია ბრინჯაოს პრიზიორი ვაჟა მარგველაშვილი.

საქართველოს ნაკრებმა შეჯიბრებაზე სულ 5 მედალი მოიპოვა და ვაჟთა შორის გუნდური პირველი ადგილი დაიკავა. ოქროს მედლებს დაეუფლნენ და ტურნირის გამარჯვებულები გახდნენ: ბექა ღვინიაშვილი (-90კგ), ვარლამ ლიპარტელიანი (-100კგ) და გურამ თუშიშვილი (+100კგ). ვერცხლის მედალი ლაშა შავდათუაშვილმა (-73კგ), ხოლო ბრინჯაოს მედალი ვაჟა მარგველაშვილმა (-66კგ) მოიპოვა.

ძიუდოს სპორტული კლუბი „მებრძოლი“, შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ხელშეწყობით, 2014 წელს დაარსდა. კლუბის წევრთა უმრავლესობა საქართველოს ძიუდოს ნაკრების ძირითადი წევრები არიან. „მებრძოლის“ სპორტსმენები ოლიმპიური თამაშების, მსოფლიო ჩემპიონატებისა და საერთაშორისო ტურნირების პრიზიორები არიან.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
World Justice Project- საქართველოს კანონის უზენაესობის საერთო მაჩვენებელი წლევანდელ ინდექსში 2%-ით შემცირდა, კანონის უზენაესობის ვარდნაში რეგიონში პირველია
Tasnim: უკრაინამ ირანის მიმდებარე ქვეყნებში მიკროდრონების ქსელი განალაგა
ვენსმა უარი თქვა ნეთანიაჰუს მხარდაჭერაზე არჩევნებში, ტრამპის მხარდაჭერის მიუხედავად
ოსლოში შეხვედრაზე ვიტკოფი ზელენსკის თხოვს დათმოს უკრაინის ტერიტორიები პუტინისთვის - The New York Times
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics