04:55 - 07 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-09 14:55:58, 488 ნახვა

საზოგადოება
არჩილ ხაბაძემ მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს სიმბოლური ჯილდოები გადასცა

მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების 70-ე წლისთავთან დაკავშირებით, ბათუმში, რიგი ღონისძიებები გაიმართა.

დილით გმირთა ხეივანში ომის ვეტერანები და საზოგადოების სხვა წევრები შეიკრიბნენ.

ღონისძიებას ესწრებოდა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ავთანდილ ბერიძე, ბათუმის მერი გიორგი ერმაკოვი, აჭარის მთავრობის, უმაღლესი საბჭოს და ბათუმის საკრებულოს წევრები.

ღონისძიებაზე ვეტერანებს ყვავილები და სიმბოლური ჯილდოები გადაეცათ.

ბათუმის მერიამ მეორე მსოფლიო ომის 46 ვეტერანს გადასცა ერთჯერადი მატერიალური დახმარება 300 ლარის ოდენობით, ხოლო მეორე მსოფლიო ომში დაღუპული 14 მეომრის ოჯახის წევრებს - 200 ლარი.

დღესვე კონოთეატრ აპოლოში ფილმის "ჯარისკაცის მამა" ჩვენება გაიმართა, რომელსაც ვეტერანები და ოფიციალური პირები ესწრებოდნენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსთაველის გამზირზე მოასფალტების სამუშაოები დაიწყო
კახა კალაძე - საკონსტიტუციო სასამართლოს წარვუდგინეთ არგუმენტები, რომ კონკრეტული პარტიები ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებენ
თვითმფრინავებზე ბომბის მუქარამ კვლავ იმოქმედა ევროპაში ათობით რეისზე
ხელოვნური ინტელექტის აქციების არჩევნების შემდგომმა ვარდნამ გლობალური ბაზრები მოიცვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics