|
2017-12-19 10:50:10, 1946 ნახვა
ეკონომიკა
„ლიბერთი ბანკმა“ მასწავლებლები დააჯილდოვა
„ლიბერთი ბანკმა“ საგანმანათლებლო ტექნოლოგიების კონფერენციის მონაწილე 11 მასწავლებელი დააჯილდოვა. გამარჯვებულმა ათმა პედაგოგმა კონფერენციაზე სხვადასხვა რესურსის პრაქტიკაში გამოყენებისა და განხორციელებული სასწავლო პროექტების ამსახველი პოსტერები წარადგინა. ლიბერთის პრიზი გადაეცა იმ მასწავლებელსაც, რომელიც კონფერენციაზე პირველი დარეგისტრირდა. ლიბერთი ბანკი მესამე წელია მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული საგანმანათლებლო ტექნოლოგიების კონფერენციის სპონსორია და ზოგადი განათლების მხარდაჭერის მიზნით არაერთი წარმატებული მასწავლებელი დააჯილდოვა. ლიბერთი ბანკი პრიორიტეტს სწორედ იმ პედაგოგებს ანიჭებს, რომლებიც სასწავლო პროცესში აქტიურად იყენებენ ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებს. საგანმანათლებლო ტექნოლოგიების ყოველწლიური კონფერენციის მიზანიც მასწავლებლებსა და ამ სფეროს სპეციალისტებს შორის პრაქტიკის ურთიერთგაზიარებაა. აღსანიშნავია, რომ ლიბერთი ბანკი ხარისხიანი განათლებისა და პედაგოგების ხელშეწყობის მიზნით არაერთ საგანმანათლებლო პროექტშია ჩართული. მათ შორისაა მასწავლებლის ეროვნული ჯილდო, სხვადასხვა კონფერენციები და კონკურსები. ლიბერთი ბანკის ერთერთ მნიშვნელოვან მიმართულებას საგანმანათლებლო სექტორთან ურთიერთობა წარმოადგენს და საბანკო სფეროში ლიდერის პოზიციას ინარჩუნებს. დღეისათვის ბანკის მომსახურეობით 1670 სკოლის 55000 პედაგოგი სარგებლობს, რაც ზოგადსაგანმანათლებლო სექტორის მთლიანი რაოდენობის 81 პროცენტს შეადგენს. მომავალში ლიბერთი ბანკი საგანმანათლებლო სექტორთან კიდევ უფრო აქტიურ თანამშრომლობას გეგმავს.
(R)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)