|
2017-12-18 19:34:05, 1993 ნახვა
კომენტარი
ქუცნაშვილი: პარლამენტი ჰორიზონტალური ურთიერთობების პოლიტიკური ხელისუფლებაა
„პარლამენტი მოგეხსენებათ ჰორიზონტალური ურთიერთობების პოლიტიკური ხელისუფლება გახლავთ, სადაც პერსონალური მუშაობა თითოეულ დეპუტატთან აუცილებელია“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზაქარია ქუცნაშვილმა „ქათულ ოცნებაში“ ახალი ფრაქციების ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ფრაქციების შექმნა რაიმე სხვა პრობლემას ან გართულებას არ უკავშირდება. „უმრავლესობაში ხდება ის, რომ იქმნება ორი ფრაქცია. ვინ მოიაზრება მის ხელმძღვანელად თქვენ იცით და შეგიძლიათ პირადად ჰკითხოთ თავისი გეგმების და სურვილების თაობაზე. უკავშირდება თუ არა ფრაქციების შექმნა რამე სხვა პრობლემას ან გართულებას, მინდა გითხრათ რომ არაფერს უკავშირდება. ეს ჯერ კიდევ საგაზაფხულო სესიის დროს იყო დაგეგმილი, შექმნილიყო უმრავლესობაში ფრაქციები იმიტომ რომ პარლამენტი მოგეხსენებათ ჰორიზონტალური ურთიერთობების პოლიტიკური ხელისუფლება გახლავთ, სადაც პერსონალური მუშაობა თითოეულ დეპუტატთან აუცილებელია. სადაც მთავრობასთან ვერტიკალური ურთიერთობები სჭარბობს და შესაბამიად ყველა ქვემდგომი ემორჩილება ზემდგომის მითითებას. პარლამენტი ჰორიზონტალური ურთიერთობების პოლიტიკური ხელისუფლება გახლავთ სადაც ისინი ერთმანეთს დარწმუნებით, მხოლოდ და მხოლოდ საერთო პროგრამების კვალობაში ემორჩილებიან“, - განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა. ცნობისთვის, „ქართული ოცნება“ პარლამენტში 2 ახალ ფრაქციას ჩამოაყალიბებს.
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)