|
2017-12-18 18:52:04, 1795 ნახვა
კომენტარი
საზმაუს გენდირექტორი: განზრახ ან უნებლიედ, ბევრი ჩვენი ოპონენტი კანონპროექტს არასწორად განმარტავს
საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის ვასილ მაღლაფერიძის განცხადებით, პრეზიდენტთან შეხვედრის დროს ვეტოზე საუბარი არ ყოფილა. როგორც მაღლაფერიძემ აღნიშნა, პრეზიდენტს დეტალურად აუხსნა საზმაუს გეგმები და „მაუწყებლის შესახებ“ კანონში ცვლილებების პროექტის არსი. "ვეტოზე საუბარი საერთოდ არ გვქონია. პრეზიდენტს ძალიან დეტალურად ავუხსენით ის გეგმები, რომელიც საზმაუს აქვს და ასევე პროექტის არსი, რომელიც პარლამენტში განიხილება. ამ კანონპროექტს ბევრი ჩვენი ოპონენტი ზოგი განზრახ და ზოგი უნებლიედ, არასწორად განმარტავს. ყველა მუხლი დეტალურად ჩავიარეთ და ვფიქრობ, რომ ეს იყო ძალიან შინაარსობრივი შეხვედრა. რაც უფრო მეტი იქნება ასეთი სარფიანი შეხვედრები მეტი ადამიანი გაეცნობა ვითარებას. ტრაგიკულად ნუ დავხატავთ, რომ საზმაუ საარსებო მინიმუმს გართმევთ. მედია პლურალიზმი არის თითოეული ადამიანის მონაპოვარი. ჩვენ ამ სიკეთეს უბრალოდ ვქმნით და ვართ ინსტრუმენტები. მედია პლურალიზმი ძლიერი საზოგადოებრივი მაუწყებლის გარეშე არ იქნება. საზმაუ არის ის ინსტიტუტი, გაეცანით მთელი მსოფლიოს პრაქტიკას, რომელიც არის მნიშვნელოვანი. რაც შეეხება შესყიდვებს, ამ თემით სპეკულირება ხდებოდა, ჩვენ ვითხოვდით არა შესყიდვებისგან გათავისუფლებას, არამედ პროდუქციის გათავიუფლებას ტენდერებისგან. ჩვენი მოთხოვნა კი არაა, არამედ ევროკავშირი ითხოვს, რომ ყველა საზმაუ ასეთი ტიპის ტენდერებისგან გათავისუფლდეს, რადგან ვისაც ტელევიზიასთან ახლოს მაინც გაუვლია იცის, რომ უაზრობაა, გადაცემა და სერიალი ტენდერით იყიდოს", - განაცხადა მან. ცნობისთვის, პრეზიდენტი "მაუწყებლის შესახებ კანონში" შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით დღეს არასამთავრობო ორგანიზაციებს, მედიის წარმომადგენლებს და საზმაუს ხელმძღვანელობას შეხვდა.
მართვის მოწმობის არაგეგმური, 250 ლარიანი გამოცდა მხოლოდ შაბათობით ჩატარდება
ბერეკაშვილი: ეს იყო არა ფასების დაკლების, არამედ ფასების შემსწავლელი კომისია
დაბომბვის შემდეგ პირველად ისტორიაში, სერბეთმა ნატოსთან ერთად პირველი სამხედრო წვრთნა დაიწყო
საფრანგეთში, ნოროვირუსის აფეთქების გამო, კარანტინში მოათავსეს 1700 ადამიანის გადამყვანი საკრუიზო გემი
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)