|
2017-12-18 15:11:39, 1753 ნახვა
კომენტარი
ტუღუში: იმედი მაქვს, პრეზიდენტი „მაუწყებლის შესახებ“ კანონში ცვლილებებს ვეტოს დაადებს
„არ შეიძლება ერთ ტელევიზიას, რომელიც ბიუჯეტიდან ფინანსდება, ჰქონდეს ბევრად მეტი ფული, კომერციულ არხებთან შედარებით“, - ამის შესახებ "ფონდ ევროპული ინიციატივა - ლიბერალური აკადემია თბილისის“ დამფუძნებელმა ლაშა ტუღუშმა განაცხადა. როგორც ტუღუშმა აღნიშნა, "მაუწყებლის შესახებ კანონში" შეცდომაა დაშვებული და პრეზიდენტმა მას ვეტო უნდა დაადოს. "ეს არასწორია სახელმწიფოებრივადაც, არც ბიზნესის თვალსაზრისით არის სწორი. შეცდომაა დაშვებული ამ კანონში და იმედი მაქვს, პრეზიდენტი დაადებს ვეტოს. ტელევიზიებმაც პირველ რიგში ხმა უნდა ამოიღონ. თუ თქვენ გექნებათ ძლიერი პროტესტი დარწმუნებული ვარ, რომ პარლამენტი ამ პროტესტს მოისმენს და ის გადათქვამს 2 მოსმენით მიღებულ კანონს. ეს კანონი არის ცუდი, შეიცავს კორუფციულ რისკებს, მიმართულია კომერციული არხების წინააღმდეგ. ეს კანონი არ უშველის საზოგადოებრივ მაუწყებელს. ის პირიქით გაურთულებს საქმეს მას და წარმოქმნის კონფლიკტს სხვა არხებთან, რაც არასწორია. არ მგონია, რომ ბიუჯეტით დაფინასებული ტელევიზია მეგაშოუებზე უნდა ოცნებობდეს. ეს არ არის საზოგადოებრივი მაუწყებლის საქმე და მე ვურჩევ თქვენს მენეჯერებს გარკვეულიყვნენ, რა არის საზოგადოებრივი მაუწყებელი და რა არის კომერციული არხი",- განაცხადა ლაშა ტუღუშმა.
მიქაუტაძე ამბობს, რომ ბიზნესმენებისგან აღებული ფული გრიგოლ ლილუაშვილთან მიჰქონდა
სუს: ოკუპანტების მიერ 2025 წლის 5 დეკემბერს უკანონოდ დაკავებული მოქალაქე თავისუფალია
"სოლიდუსმა" ოკუპირებულ აფხაზეთს დამატებით 100 ტონა საწვავი მიაწოდა - გიორგი არველაძე
ბენეფიტების ახალი პროგრამა „თეგეტას“ ყველა ყოფილი თანამშრომლისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)