|
2017-12-18 14:39:52, 1856 ნახვა
კომენტარი
ნატა ძველიშვილი საზმაუზე: კომერციული სპონსორობა საფრთხის შემცველია
ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის ხელმძღვანელის ნატა ძველიშვილის შეფასებით, საზოგადოებრივ მაუწყებელს კონკურენტუნარიანობის გაზრდა შეუძლია არა სარეკლამო შემოსავლებით, არამედ იმ პროექტებით, რაც მისი პრიორიტეტია. როგორც ძველიშვილმა აღნიშნა, მიუღებელია, საზმაუ ისე ახორციელებდეს შესყიდვებს ერთიანი სისტემიდან, რომ მასზე ანგარიშვალდებულება მცირდებოდეს. "მზად ვართ გავუზიაროთ ჩვენი მოსაზრებები და მოვისმინოთ მისი პოზიციები. გვიხარია, რომ მმართველ პარტიაშიც არიან დეპუტატები, რომლებიც მიიჩნევენ რომ დამაზიანებელი იქნება ამ კანონის მიღება. რაც შეეხება შენიშნვებს - პირველი მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენთვის მიუღებელია საზოგადოებრივი მაუწყებელი ისე გადიოდეს შესყიდვებს ერთიანი სისტემიდან, რომ ანგარიშვალდებულება მცირდებოდეს, გამჭვირვალობის სტანდარტი იწევდეს დაბლა, ვინაიდან ამ მოცემული ნორმით არსად არ არის მითითებული როგორ უნდა ხორციელდებოდეს კონტროლი იმ გადაცემების შესყიდვაზე, რომელსაც საზმაუ აპირებს ერთიანი შესყიდვების სისტემის გარეშე. რაც შეეხება სარეკლამო შემოსავლებს მთავარი არგუმენტი არის ის, რომ ევროპის რიგ ქვეყნებში ნამდვილად არის დაშვებული სარეკლამო შემოსავლის მიღება საზმაუსთვის, მაგრამ ასეთ ქვეყნებში მისი ბიუჯეტიდან დაფინანსების მოცულობა არ აღემატება სარეკლამო ბაზრის საერთო მოცულობის ნახევარზე მეტს, როგორც ეს საქართველოშია. საზმაუს კონკურენტუნარიანობის გაზრდა შეუძლია არა სარეკლამო შემოსავლებით და კომერციული პროექტებით, არამედ იმ პროექტებით რაც მისი პრიორიტეტია, რომელიც კანონით არის გათვალისწინებული. საზმაუ ბიუჯეტიდან იმიტომ იღებს ამხელა დაფინანსებას, რომ მან შექმნას ისეთი პროდუქტები რაც კომერციული არხებისთვის არ არის მომზიდველი. თუ ჩვენ გვინდა კომერციული საზმაუ, ბიუჯეტიდან უნდა შევამციროთ დაფინანსება. საზმაუს რეიტინგი უნდა იყოს ინფორმაციის ხარჯზე, საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი გადაცემების ხარჯზე და არა გასართობი კონტენტის ხარჯზე, რომელიც სავსე იქნება კომერციული შემოსავლებით. კომერციული სპონსორობა საფრთხის შემცველია",-განაცხად ძველიშვილმა და დასძინა, რომ საზმაუში მენეჯმენტის პრობლემაც არსებობს. ცნობისთვის, პრეზიდენტის ადმინიატრაციაში გიორგი მარგველაშვილი მედიის და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ხვდება. შეხვედრაზე მაუწყებლის შესახებ კანონში შესატან ცვლილებებს განიხილავენ.
მართვის მოწმობის არაგეგმური, 250 ლარიანი გამოცდა მხოლოდ შაბათობით ჩატარდება
ბერეკაშვილი: ეს იყო არა ფასების დაკლების, არამედ ფასების შემსწავლელი კომისია
დაბომბვის შემდეგ პირველად ისტორიაში, სერბეთმა ნატოსთან ერთად პირველი სამხედრო წვრთნა დაიწყო
საფრანგეთში, ნოროვირუსის აფეთქების გამო, კარანტინში მოათავსეს 1700 ადამიანის გადამყვანი საკრუიზო გემი
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)