20:07 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-18 10:34:54, 1763 ნახვა

კომენტარი
მსოფლიო პატრიარქი: ვხედავ საბაბს და ცუდია ის, რომ მართლმადიდებლობა კრეტაზე ერთიანად არ წარდგა

„სიმართლე გითხრათ, ვერ ვხედავ რაიმე დამაჯერებელ მიზეზს, ვხედავ საბაბს და ცუდია ის, რომ მართლმადიდებლობა კრეტაზე ერთიანად არ წარდგა“,-ამის შესახებ  გადაცემა „იმედის კვირასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში მსოფლიო პატრიარქმა  ბართლომე პირველმა განაცხადა.

მსოფლიო პატრიარქმა  „იმედთან“ საუბარში ც კრეტის კრებაზე და  რამდენიმე ეკლესიის,  მათ შორის საქართველოს ეკლესიის არდასწრების შესახებ  ისაუბრა.

„კრებას, როგორც ცნობილია, მრავალი წელი ვამზადებდით. ამ პროცესში  ჩართული იყო ყველა მართლმადიდებელი ეკლესია. გადავლახეთ უამრავი დაბრკოლება და ბოლო შეხვედრაზე ჟენევაში, 2016 წლის იანვარში, დასრულდა მოსამზადებელი პერიოდი. ხელი მოვაწერეთ დიდი კრებისთვის მოსამზადებელ დოკუმენტებს, ჩამოვაყალიბეთ კონცეფცია და ყველამ ერთად შევარჩიეთ თარიღიც და ადგილიც. ერთი სიტყვით, 50-წლიანი სამზადისის შემდეგ ყველაფერი მზად იყო კრების ჩასატარებლად. გაიარა თებერვალმა, მარტმა, აპრილმა, თითქმის მაისმა და ამ თვეების განმავლობაში არანაირი შეტყობინება არ მოსულა არცერთი ეკლესიიდან. როდესაც ვემზადებოდით კრეტაზე გასამგზავრებლად, გამგზავრების წინ, ოთხმა ეკლესიამ, მათ შორის საქართველომ, უეცრად განაცხადეს, ჩვენ ვერ ჩამოვალთო. წარმოადგინეს სხვადასხვა არგუმენტი, რომლებიც არ იყო დამაჯერებელი და მოითხოვეს კრების გადადება, მაგრამ ასე შეიძლებოდა კრება კიდევ გადადებულიყო. ვინაიდან გადაწყვეტილება უკვე მიღებული გვქონდა 2016 წლის დასაწისში, ვთქვით, რომ ეს იყო ნება ღვთისა და გადავწყვიტეთ, ჩაგვეტარებინა კრება იმ ოთხი ეკლესიის გარეშე. თქვენ მკითხეთ, ხედავთ თუ არა რაიმე გამამართლებელს, რომ არ ჩამოვიდნენ კრებაზე.

სიმართლე გითხრათ, ვერ ვხედავ. ვერ ვხედავ რაიმე დამაჯერებელ მიზეზს, ვხედავ საბაბს და ცუდია ის, რომ მართლმადიდებლობა კრეტაზე ერთიანად არ წარდგა. ეს კი არ მიაგებს პატივს მართლმადიდებლობას და არც იმ ოთხ ეკლესიას, რომლებმაც არ სცეს პატივი მართლმადიდებლობას და არც თავიანთ ხელმოწერებს ჟენევაში. ამას განსჯის ღმერთი და ისტორია! ვფიქრობ უნდა აღიარონ კრეტაზე მიღებული გადაწყვეტილებები“,-განაცხადა მსოფლიო პატრიარქმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მართვის მოწმობის არაგეგმური, 250 ლარიანი გამოცდა მხოლოდ შაბათობით ჩატარდება
ბერეკაშვილი: ეს იყო არა ფასების დაკლების, არამედ ფასების შემსწავლელი კომისია
დაბომბვის შემდეგ პირველად ისტორიაში, სერბეთმა ნატოსთან ერთად პირველი სამხედრო წვრთნა დაიწყო
საფრანგეთში, ნოროვირუსის აფეთქების გამო, კარანტინში მოათავსეს 1700 ადამიანის გადამყვანი საკრუიზო გემი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics