|
2015-05-09 12:07:39, 388 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი: მსოფლიოში უდიდეს ბოროტებაზე გამარჯვების დღეა
მსოფლიოში უდიდეს ბოროტებაზე გამარჯვების დღეა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ვაკის პარკში, ფაშიზმზე გამარჯვების 70 წლისთავთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, საქართველო გმირების ქვეყანაა. „მივესალმები ჩვენს უწმინდესობას, მივესალმები დამსწრე საზოგადოებას და ძვირფას ვეტერანებს, სტუმრებს, რომლებიც ჩამოვიდნენ არა მხოლოდ რეგიონებიდან, არამედ უცხოეთიდან. დღეს არის დიდი დღე, მსოფლიოში უდიდეს ბოროტებაზე გამარჯვების დღე - ფაშიზმზე გამარჯვების 70 წლისთავი. ჩვენი ქვეყანა გმირების ქვეყანაა. ამ ომში 350 ათასი მეომარი გმირულად დაეცა. ქედს ვიხრი მათი ხსოვნის წინაშე. განსაკუთრებულად მინდა მივესალმო მელიტონ ქანთარიას შვილს, რომელიც აქ იმყოფება. მე კიდევ ერთხელ გილოცავთ ფაშიზმზე გამარჯვების 70-ე წლისთავს“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. პრემიერ-მინისტრმა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან ილია მეორესთან ერთად უცნობი ჯარისკაცის მემორიალი გვირგვინით შეამკო.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)