|
2017-12-15 20:54:14, 2034 ნახვა
კომენტარი
კობახიძე გაჩეჩილაძის ბრალდებებზე: კორუფციისა და კარტელური გარიგებების პრობლემა საქართველოში აღმოფხვრილია
„სისტემური პრობლემები საქართველოში აღმოფხვრილია. რაც შეეხება ინდივიდუალურ მოვლენებს - რა თქმა უნდა, ამასთან დაკავშირებით დაგვჭირდება მუდმივი დაკვირვება",- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს კარტელური გარიგებების შესახებ მომღერალ გიორგი გაჩეჩილაძის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე საუბრისას განუცხადა. მისი თქმით, მსგავსი მოვლენების პრევენციაზე ზრუნვა, პირველ რიგში, პარლამენტის ინტერესებშია. „რაც შეეხება კორუფციას, კარტელურ გარიგებებს, სისტემური პრობლემები არის აღმოფხვრილი საქართველოში. რაც შეეხება ინდივიდუალურ მოვლენებს, რა თქმა უნდა, ამასთან დაკავშირებით ჩვენ დაგვჭირდება მუდმივი დაკვირვება. ჩვენს ინტერესებშია, პირველ რიგში, პარლამენტის ინტერესებში, რომ ჩვენ განვახორციელოთ საკუთარი საზედამხედველო ფუნქციები და ამის საფუძველზე ვიზრუნოთ ასეთი მოვლენების პრევენციისთვის. კიდევ ერთხელ, მე დარწმუნებული ვარ, რომ სისტემური ხასიათით ეს პრობლემა აღარ დგას, რაც შეეხება ინდივიდუალურ შემთხვევებს, ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ პრევენციისთვის",- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ. მისივე თქმით, საკითხთან დაკავშირებით სათანადო კომენტარები უკვე გააკეთა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა. „ჩვენ ვხედავთ გარკვეულ, ასე ვთქვათ, დაპირისპირებას, თუმცა პრემიერმა გააკეთა სათანადო კომენტარები. პრემიერი გააკეთებს მომავალშიც კომენტარებს ყველა საკითხთან დაკავშირებით, რომელიც დაკავშირებულია ასეთი ტიპის კომენტარებთან. ეს არის, რა თქმა უნდა, პრემიერის პრეროგატივა და მისი საქმე",- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
მიქაუტაძე ამბობს, რომ ბიზნესმენებისგან აღებული ფული გრიგოლ ლილუაშვილთან მიჰქონდა
სუს: ოკუპანტების მიერ 2025 წლის 5 დეკემბერს უკანონოდ დაკავებული მოქალაქე თავისუფალია
"სოლიდუსმა" ოკუპირებულ აფხაზეთს დამატებით 100 ტონა საწვავი მიაწოდა - გიორგი არველაძე
ბენეფიტების ახალი პროგრამა „თეგეტას“ ყველა ყოფილი თანამშრომლისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)