|
2017-12-15 20:31:08, 2033 ნახვა
კომენტარი
კობახიძე: საშემოდგომო სესიის მთავარი მიღწევა არის საკონსტიტუციო ცვლილებები
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ საშემოდგომო სესიის მუშაობა შეაჯამა. ირაკლი კობახიძის შეფასებით, წარმატებული წლის მთავარი მიღწევა პარლამენტის მიერ საკონსტიტუციო ცვლილებების დამტკიცებაა. „ჩვენ გვქონდა ძალიან წარმატებული წელი. მთავარი მიღწევა, რა თქმა უნდა, იყო საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელიც ჩვენ დავამტკიცეთ სამი მოსმენით. ჩვენ ამის შედეგად მივიღეთ ევროპული ტიპის, საუკეთესო ევროპული პრაქტიკის შესაბამისი კონსტიტუცია, რაც არის ძალიან დიდი მიღწევა ჩვენთვის, ძალიან დიდი მიღწევა ქვეყნისთვის და რაც მთავარია, ეს ყველაფერი უზრუნველყოფს იმას, რომ საქართველოში აღარასოდეს განმეორდეს ავტოკრატია. ჩვენ გვახსოვს, რომ წინა კონსტიტუციებმა საქართველოს მოუტანა ნახევრად ავტორიტარული თუ ავტორიტარული რეჟიმები. ამის პრევენციას ემსახურება სწორედ საკონსტიტუციო ცვლილებები და სწორედ ამის პრევენციას ძალიან მყარად უზრუნველყოფს ჩვენს მიერ განხორციელებული საკონსტიტუციო რეფორმა",- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მიქაუტაძე ამბობს, რომ ბიზნესმენებისგან აღებული ფული გრიგოლ ლილუაშვილთან მიჰქონდა
სუს: ოკუპანტების მიერ 2025 წლის 5 დეკემბერს უკანონოდ დაკავებული მოქალაქე თავისუფალია
"სოლიდუსმა" ოკუპირებულ აფხაზეთს დამატებით 100 ტონა საწვავი მიაწოდა - გიორგი არველაძე
ბენეფიტების ახალი პროგრამა „თეგეტას“ ყველა ყოფილი თანამშრომლისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)