|
2017-12-15 19:58:11, 2094 ნახვა
კომენტარი
ანა დოლიძე: კონსტიტუციის ხშირი ცვლილების პროცესი უცნაური და რეკორდულია
საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე საკონსტიტუციო პროცესს ეხმაურება და აცხადებს, რომ კონსტიტუციის ასეთი ხშირი ცვლილებების პროცესი უცნაური და რეკორდულია. "ჯერ კიდევ ერთი წლის წინ განვაცხადეთ, რომ ის შემართება, რომლითაც ხდებოდა კონსტიტუციის ცვლილება მიუღებელი იყო. გავიხსენოთ, რომ შეიქმნა კომისია, რომელიც გზადაგზა ჩამოიშალა, ცვლილებები მიიღო მმართველმა ძალამ ერთპარტიულად და სანამ პროექტი რეალობად იქცეოდა, მანამ ის უკვე შეიცვალა. დაპირება, რომელიც საზოგადოებისა და ვენეციის კომისიის წინაშე დაიდო შეიცვალა. კონსტიტუციის მიღებისთანავე დაიწყო მის ცვლილებებზე საუბარი და დღეს ჩვენ ვიღებთ ცვლილებების ცვლილებების ცვლილებას. ის გაუმართაობა, როგორც წარიმართა ეს პროცესი უცნაური და რეკორდულია, თუნდაც ქართული პოლიტიკური ცხოვრებისათვის",- განაცხადა ანა დოლიძემ. ცნობისთვის, პარლამენტმა 115 ხმით, კონსტიტუციური კანონის პროექტი მეორე მოსმენით მიიღო.
მიქაუტაძე ამბობს, რომ ბიზნესმენებისგან აღებული ფული გრიგოლ ლილუაშვილთან მიჰქონდა
სუს: ოკუპანტების მიერ 2025 წლის 5 დეკემბერს უკანონოდ დაკავებული მოქალაქე თავისუფალია
"სოლიდუსმა" ოკუპირებულ აფხაზეთს დამატებით 100 ტონა საწვავი მიაწოდა - გიორგი არველაძე
ბენეფიტების ახალი პროგრამა „თეგეტას“ ყველა ყოფილი თანამშრომლისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)