|
2017-12-15 19:18:59, 1964 ნახვა
კომენტარი
ირაკლი ხმალაძე: თბილისის სხვადასხვა რაიონში კეთილმოწყობის ღონისძიებებისთვის 35 მილიონი ლარი დაიხარჯება
თბილისის სხვადასხვა რაიონში კეთილმოწყობის ღონისძიებებისთვის 35 მლნ ლარი, ქალაქის განვითარების ხელშეწყობისთვის კი - 66 მლნ ლარი დაიხარჯება, - ამის შესახებ თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ განაცხადა, რომელმაც საკრებულოს დეპუტატებს 2018 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული პროექტები და პროგრამები გააცნო. როგორც ვიცე-მერმა აღნიშნა, დედაქალაქის ბიუჯეტის პროექტით ორბელიანისა და გუდიაშვილის მოედნებისა და მშრალი ხიდის რეაბილიტაციაა დაგეგმილი. „ასევე, მნიშვნელოვნად არის გაზრდილი გამწვანების ღონისძიებები, რომელიც 2017 წლის ბიუჯეტთან შედარებით, 6 მლნ ლარით მეტია. დასუფთავების ღონისძიებებისთვის გათვალისწინებულია 11 მლნ ლარი; ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაციისა და ეზოების კეთილმოწყობისთვის 20 მლნ ლარი გამოიყოფა, რომელიც 13 ახალი ბაღის მშენებლობის დასრულებას, ხოლო 10 ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობის დაწყებას მოიცავს“, - განაცხადა ირაკლი ხმალაძემ. მისივე თქმით, სპორტული დაწესებულებების ტექნიკური ბაზის გაუმჯობესების მიმართულებით, გათვალისწინებულია 5 მლნ 888 ათასი ლარი, რომელიც ორი მულტიფუნქციური კომპლექსის მშენებლობასა და სამის პროექტირებას მოიცავს.
(NS)
მიქაუტაძე ამბობს, რომ ბიზნესმენებისგან აღებული ფული გრიგოლ ლილუაშვილთან მიჰქონდა
სუს: ოკუპანტების მიერ 2025 წლის 5 დეკემბერს უკანონოდ დაკავებული მოქალაქე თავისუფალია
"სოლიდუსმა" ოკუპირებულ აფხაზეთს დამატებით 100 ტონა საწვავი მიაწოდა - გიორგი არველაძე
ბენეფიტების ახალი პროგრამა „თეგეტას“ ყველა ყოფილი თანამშრომლისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)