09:18 - 11 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-15 18:15:45, 2143 ნახვა

საზოგადოება
ირაკლი ხმალაძემ საკრებულოს დეპუტატებს 2018 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული პროექტები და პროგრამები გააცნო

თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ საკრებულოს დეპუტატებს 2018 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული პროექტები და პროგრამები გააცნო. 

როგორც საკრებულოში სიტყვით გამოსვლისას ირაკლი ხმალაძემ აღნიშნა, 2018 წლის თბილისის ბიუჯეტის მოცულობა 861,6 მლნ ლარს შეადგენს, რაც 2017 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტთან შედარებით, 60,3 მლნ ლარით მეტია, ხოლო პირველ პროექტს 46,4 მლნ ლარით აღემატება.

მისი თქმით, ბიუჯეტის პროექტით შემოსავლები ჯამურად 810 მლნ ლარს შეადგენს. მათ შორის, გადასახადები - 250 მლნ, სადაც საშემოსავლო გადასახადები 90 მლნ ლარს შეადგენს, ხოლო ქონების გადასახადი - 160 მლნ ლარს.

გარდა ამისა, ხმალაძის განცხადებით, 2017 წელს სახელმწიფო ბიუჯეტიდან სპეციალური ტრანსფერის სახით დამატებით, 14 000.0 ათასი ლარი მეტროს ვაგონის ორი ახალი შემადგენლობის შესაძენად გამოიყოფა.

2018 წლის ბიუჯეტის პროექტში, დედაქალაქში არსებული საჭიროებებისა და გამოწვევების გათვალისწინებით, პრიორიტეტად ინფრასტრუქტურული პროექტები, ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება, ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა, ჯანმრთელობის დაცვა, კულტურა, განათლება, საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება განისაზღვრა.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
აშშ-ისკენ მიმავალი რუსული დიზელის საწვავით დატვირთული ბოლო ტანკერი შემობრუნდა და კურსი შეიცვალა.
ევროკავშირი და აშშ შეთანხმდნენ, რომ უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ ევროპული უსაფრთხოების სისტემა გადაიხედება.
მაკა ბოჭორიშვილი ჰონდურასის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
რუსეთმა ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სიმძლავრის 30% კვლავ დაკარგა უკრაინიდან ერთკვირიანი თავდასხმების შემდეგ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics