|
2017-12-15 15:24:12, 2473 ნახვა
პოლიტიკა
იურიდიულმა კომიტეტმა კონსტიტუციურ ცვლილებებს მხარი მეორე მოსმენით შენიშვნების გათვალისწინებით დაუჭირა
იურიდიულმა კომიტეტმა კონსტიტუციაში ცვლილებების შესახებ პროექტს მეორე მოსმენით შენიშვნების გათვალისწინებით მხარი დაუჭირა. კომიტეტის სხდომაზე მთელი რიგი შენიშვნები გამოითქვა, რომელთან დაკავშირებითაც რამდენიმე გაზიარებულია. პარლამენტის თავმჯდომარემ დეტალურად განმარტა ცვლილებები, რომელიც კონსტიტუციის ახალ რედაქციაში მეორე მოსმენისას შევიდა: „იყო მთელი რიგი შენიშვნები გამოთქმული, რომელთაგან შეგვიძლია, რამდენიმე გავიზიაროთ. პირველი- ბატონ რეზო არველაძის ინიციატივა იყო, რომელიც შეეხებოდა პარლამენტის უფლებამოსილების შეწყვეტას იმისათვის, რომ წყვეტა საერთოდ არ იყოს, შეგვიძლია გავიზიაროთ შემოთავაზება, ბოლოსწინა წინადადება გადავიტანოთ ბოლოში- წინა პარლამენტს უფლებამოსილება შეუწყდება მას შემდეგ, რაც ახალი პარლამენტის უფლებამოსილება იქნება სრულად ცნობილი. რაც შეეხება ბატონი ზაქარია ქუცნაშვილის წინადადებას, ერთი სიტყვის დამატებაზე იყო საუბარი-ნამდვილი ხმები, შეგვიძლია ჩავწეროთ, ანუ ბარიერის გადალახვა იანგარიშება ე.წ. ნამდვილი ხმებიდან და არა მისული ამომრჩევლიდან, რაც არის საყოველთაო პრაქტიკა და შეგვიძლია ეს სიტყვა დავამატოთ.“,-აღნიშნა ირაკლი კობახიძემ. მან ასევე ისაუბრა მთავარ საკითხზე-კონსტიტუციციის მე-18 მუხლის ფორმულირებაზე. მე-18 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ერთიანდება და შემდეგი სახით ჩამოყალიბდება: ყველას აქვს უფლება, კანონით დადგენილი წესით გაეცნოს საჯარო დაწესებულებაში მასზე არსებულ, ან სხვა ინფორმაციას, ან ოფიციალურ დოკუმენტს გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ის შეიცავს კომერციულ, ან პროფესიულ საიდუმლოებას, ან გარდა იმ შემტხვევებისა, როცა დემოკრატიულ საზოგადეობაში აუცილებელი სახელმწიფო, ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების, ან სამართალწარმოების ინტერესების დასაცავად კანონით, ან კანონით დადგენილი წესით აღიარებულია სახელმწიფო საიდუმლოებად. „რაც შეეხება ჩანაწერს კანონით, ან კანონით დადგენილი წესით, აქ უნდა განიმარტოს, რა იგულისხმება, კანონით არის აღიარებული მაგალითად ოპერატიულ სამძებრო საქმიანობის მასალები სახელმწიფო საიდუმლოებად, მეორე არის შემთხვევები, როცა არ არის რაღაც აპრიორი სახელმწიფო სადიმულოებად, მაგალითად, 2 მინისტრის საუბარი აპრიორი ვერ იქნება აღაირებული სახელმწიფო საიდმლოებად. აქ უნდა იყოს კანონით დადგენილი წესი, რომლის შესაბამისადც ინდივიდუალურად ხდება აღიარება სახელმწიფო საიდმლოებად“,-განმარტა კობახიძემ. ცვლილებაა მე-15 მუხლის მე-4 პუნქტთან დაკავშირებით. მე-15 მუხლიდან მე-4 პუნქტი იქნება ამოღებული და მე-18 მუხლს მე-3 პუნქტად დაემატება. „მთლიანობაში მე-18 მუხლში შესაბამისი ძირითადი უფლებები იქნება დაცული უფრო მაღალი სტანდარტით, ვიდრე იმ რედაქციით, რომელიც არის დამტკიცებული“,-აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
თბილისის ერთ-ერთ სკოლაში სპორტული წრის მასწავლებელმა 8-9 წლის ბავშვებთან არერთხელ დაამყარა სექსუალური კონტაქტი
კახა კალაძე ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტზე: ასეთი რანგის სტუმარი ბოლო 10 წლის განმავლობაში საქართველოს არ ახსოვს
სახალხო დამცველმა ირაკლი ღარიბაშვილის საჯარო განცხადებაში მითითებული საკითხების შესწავლა დაიწყო
ივანიშვილის წარმომადგენელი გორდულაძე განაჩენის გამოტანამდე ოპოზიციურ პარტიებს არაკონსტიტუციურებს უწოდებს
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)