|
2015-05-09 10:21:57, 458 ნახვა
პოლიტიკა
თინა ხიდაშელი: სამოთხეს 4 წელიწადში არავის შევპირებივართ
„სამოთხეს 4 წელიწადში არავის შევპირებივართ“, - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც ხიდაშელმა აღნიშნა, ის დარწმუნებულია, რომ 2016 წლის არჩევნებამდე, მოქმედ ხელისუფლებას შეუძლია შეცვალოს პერსპექტივა. „მე 4 დღის წინ შევუერთდი ამ გუნდს. არამგონია შემჩნეული გქონდეთ ჩემთვის, რომ ისე ვიღებ გადაწყვეტილებას, რომ არ ვიცი, წინ რა არის. დიახ, იმიტომ რომ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება, იმიტომ გავხდი ამ მთავრობის წევრი, რომ დარწმუნებული ვარ 2016 წლის არჩევნებამდე ჩვენ მოვახერხებთ საზოგადოებას ვაჩვენოთ, რეალურად შესაძლებელია 4 წელიწადში შეიცვალოს პერსპექტივა. არავის არ შევპირებივართ 4 წელიწადში სამოთხეს. განსაკუთრებით იმ გამოწვევების ფონზე, რაც საქართველოს გარშემოა. ის რომ აჩვენო სწორი პერსპექტივა, ამის უდიდესი ნაწილი უკვე სახეზეა და ამ საკითხს ბოლომდე მივიყვანთ“, - განაცხადა თინა ხიდა ხიდაშელმა.
Financial Times: ტრამპისა და რუსეთს შორის დიზელის თაობაზე დადებული შეთანხმება საფრთხეშია
რეკორდული წარმომადგენლობა - აშშ-ის კონგრესა და სენატში შვიდი მუსლიმი აირჩიეს
ბრეიზა სანქციებს ითხოვს - კობახიძე ბრიუსელში ვიზიტს პროპაგანდისთვის იყენებს
პაველ ჰერჩინსკი - ნუ დაკარგავთ იმედს, საქართველოს მომავალი ქართველი ხალხის ხელშია
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)