|
2017-12-14 19:42:35, 1767 ნახვა
კომენტარი
სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე: 2017 წლისთვის განსაზღვრული ყველა პარამეტრი შესრულებულია
„აისეტის კვლევითმა ინსტრიტუტმა“ სოფლის მეურნეობის სტრატეგიის შესრულება შეაფასა, რომლის მიხედვით, ბოლო 6 თვის განმავლობაში, სოფლის მეურნეობის სფეროში ეკონომიკური მაჩვენებლების მკვეთრი გაუმჯობესება არ შეინიშნება. ანგარიშის მიხედვით, სოფლის მეურნეობის სექტორში უცხოური ინვესტიციები გასული წლის ანალოგიურ მონაკვეთთან შედარებით გაიზარდა. თუმცა, ამ სფეროს წილი მთლიანი ინვესტიციების ნაწილში მცირეა. რაც შეეხება ექსპორტს, კვლევის მიხედვით, ბოლო 6 თვეში რუსეთზე დამოკიდებულების ზრდა შეინიშნება. კვლევის პრეზენტაციას სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გიორგი ხანიშვილი ესწრებოდა. მან 2017 წლის მიღწევებზე და პრობლემებზე ისაუბრა. „სამინისტროში თანხები იხარჯება მიზანმიმართულად. გვაქვს ბევრი მიმართულება სადაც შედეგები ბევრად შთამბეჭდავია. არის ცალკეული მიმართულებები რომელიც კორექტირებას საჭიროებს. ეს არის მუდმივი პროცესი. გვაქვს პროდუქციის წარმოება, მაგალითად თხილი, რომლის ექსპორტის რიცხვებიც არ არის შთამბეჭდავი გარკვეული მიზეზების გამო, რაც სხვა პარამეტრებთან გავლენას ახდენს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რაც შეეხება სხვა დანარჩენ მიმართულებებს, ყველა მიმართულებით არის ზრდა. 2017 წლისთვის რაც განსაზღვრული იყო, ყველა პარამეტრი შესრულებულია, DCFTA-ის ფარგლებში რა ვალდებულებებიც გვქონდა. ეს იმას ნიშნავს რომ ჩვენ ევროპას უფრო მეტად ვუახლოვდებით. ფერმერებმა მიიღეს უფრო მეტი შემოსავალი, უფრო მეტი სახელმწიფო დახმარება, რაც რათქმაუნდა გრძელვადიან პერიოდში დადებითად აისახება“, - განაცხადა გიორგი ხანიშვილმა.
ბერეკაშვილი: ეს იყო არა ფასების დაკლების, არამედ ფასების შემსწავლელი კომისია
დაბომბვის შემდეგ პირველად ისტორიაში, სერბეთმა ნატოსთან ერთად პირველი სამხედრო წვრთნა დაიწყო
საფრანგეთში, ნოროვირუსის აფეთქების გამო, კარანტინში მოათავსეს 1700 ადამიანის გადამყვანი საკრუიზო გემი
დუმამ ოკუპირებულ ცხინვალთან მოკავშირეობის გაღრმავების კანონპროექტი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)