|
2017-12-14 14:43:56, 1778 ნახვა
საზოგადოება
„უცნობის“ სიძემ პრემიერისა და კონკურენციის სააგენტოს სახელზე მთავრობის ადმინისტრაციაში დოკუმენტაცია შეიტანა
„სიტროენ ჯორჯიას“ დამფუძნებელი და დირექტორი გიორგი შარაშიძე მთავრობის ადმინისტრაციაში მივიდა. როგორც შარაშიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, პრემიერსა და კონკურენციის სააგენტოს გადასცა დოკუმენტაცია, რათა მათ მტკიცებულებებს გაეცნონ. მისივე თქმით, დოკუმენტი სასამართლოშიც შეაქვთ. „ჩვენ რა ინფორმაციაც წარვადგინეთ დღეს და საერთოდ რა ინფორმაციასაც ვფლობთ, აბსოლუტურად ყველა ინფორმაცია მოძიებულია SPA.GE -დან, ეს არის შესყიდვების სააგენტოს ოფიციალური ვებგვერდი. ყველა ინფორმაცია შეგიძლიათ ამოიკითხოთ ვებგვერდიდან, რომ მეტი სპეკულაცია არ გავაკეთოთ ამ საკითხზე, სანამ კონკურენციის სააგენტო არ გაავრცელებს ინფორმაციას. შესყიდვების სააგენტოში ზუსტად ჩანს, თუ რატომ და როგორ მოვხდით ჩვენ შავ სიაში და რამდენად მიკერძოებული იყო ეს ყველაფერი“,-განაცხადა გიროგი შარაშიძემ. კითხვაზე-" რამდენად გაქვთ იმედი, რომ კონკურენციის სააგენტო მიუკერძოებელი იქნება, ვინაიდან მას ფინანსთა ყოფილი მინისტრი ნოდარ ხადური ხელმძღვანელობს", შარაშიძემ ასე უპასუხა: „იმედი რომ არ გვქონდეს ობიექტური დასკვნის, ხომ არ შევიტანდით. იმედს ვიტოვებთ, რომ კონკურენციის სააგენტო მიუკერძოებელი დარჩება“ მან ასევე ისაუბრა იმაზე, თუ რაში გამოიხატება კარტელში კონკრეტული კომპანიების მონაწილეობა. „ეს არის 100 გვერდიანი დოკუმენტი და ვერ გიპასუხებთ ასე ორ სიტყვაში. ეს არის შეთანხმებული ფასები უკონკურენციო, ერთანერთთან კონკურეციის არ გაწევა, 127-დან 57 ტენდერში უკონკურენციოდ ჩატარებული ტენდერები,სრული ჯამი თანხობრივად 70 %-ია რომელშიც არ შედგა კონკურენცია.აქედან სამია ტარიელ ხეჩიკაშვილის მფლობელობაში და 50% არის თანხობრივი წილი ტარიელ ხეჩიკაშვილის კომპანიაზე გადანაწილებული“,-აღნიშნა გიორგი შარაშიძემ. შეგახსენებთ, რეანომობილების შესყიდვის მიზნით ჩატარებული ტენდერიდან შპს „სიტროენ ჯორჯიას“ დისკვალიფიკაცია მოხდა. ჯანდაცვის სამინისტრომ ამ თემაზე განმარტება გააკეთა. როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, შპს „სიტროენ ჯორჯიას“ მიერ დოკუმენტების წარდგენის შემდეგ, აღმოჩნდა რომ კომპანიის მიერ წარმოდგენილ საბუთებსა და სამინისტროს მიერ სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრულ მოთხოვნებს შორის მრავალი შეუსაბამობა იყო. „2017 წლის 7 აპრილს, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ გამოაცხადა ელექტრონული ტენდერი (აუქციონის გარეშე) 10 ერთეული რეანომობილის სახელმწიფო შესყიდვის მიზნით. ტენდერის გამოცხადებამდე, სამინისტრომ ჩაატარა ბაზრის კვლევა. წინადადებები დაეგზავნა საქართველოში არსებულ ყველა მსხვილ დილერს, შედგა საინფორმაციო შეხვედრები პოტენციურ მიმწოდებლებთან და მხოლოდ ამ პროცედურების შემდეგ შედგა სატენდერო მოთხოვნები, რომელშიც გათვალისწინებული იყო ჯანსაღი კონკურენციის პირობები, რაც გულისხმობს, რომ ტენდერში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა ჰქონოდა არა ერთ რომელიმე, არამედ რამდენიმე კომპანიას. ტენდერში მონაწილეობა 4-მა კომპანიამ მიიღო. შპს „სიტროენ ჯორჯიას“ მიერ დოკუმენტების წარდგენის შემდეგ, აღმოჩნდა რომ კომპანიის მიერ წარმოდგენილ საბუთებსა და სამინისტროს მიერ სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრულ მოთხოვნებს შორის მრავალი შეუსაბამობა იყო. შპს „სიტროენ ჯორჯიას“ კონტრაქტორ კომპანია „ავტოსპეცპრომს“ არ ჰქონდა წარმოების 5 წლიანი გამოცდილება; შეუსაბამობები იყო ტექნიკურ მახასიათებლებში, ვადაგასული იყო კომპანიის მიერ წარმოდგენილი ხარისხის სერტიფიკატიც. სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელი კანონმდებლობის შესაბამისად, პრეტენდენტის დისკვალიფიკაციისათვის საკმარისია პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტებსა და სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნებს შორის თუნდაც ერთი შეუსაბამობა“, - ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაში.
აშშ-ისკენ მიმავალი რუსული დიზელის საწვავით დატვირთული ბოლო ტანკერი შემობრუნდა და კურსი შეიცვალა.
ევროკავშირი და აშშ შეთანხმდნენ, რომ უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ ევროპული უსაფრთხოების სისტემა გადაიხედება.
მაკა ბოჭორიშვილი ჰონდურასის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
რუსეთმა ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სიმძლავრის 30% კვლავ დაკარგა უკრაინიდან ერთკვირიანი თავდასხმების შემდეგ
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)