|
2015-05-08 19:42:52, 464 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი: ვინმეს თუ ილუზია აქვს, რომ ობამამ სააკაშვილს იარაღის მიწოდებაზე დახმარება აღუთქვა, ცდებით
პრემიერ–მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ მსოფლიო ლიდერები „ხელსაც კი აღარ ართმევენ“. ამის შესახებ ღარიბაშვილმა პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე განაცხადა, სადაც საპარლამენტო უმცირესობის შეკითხვებს პასუხობს. მან გავრცელებული ინფორმაცია, რომ აშშ–ს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ სააკაშვილს იარაღის მიწოდებაზე დახმარება აღუთქვა, „ნაციონალური მოძრაობის“ ილუზიად შეაფასა. „მიხეილ სააკაშვილს, რომელსაც აგვისტოს ომის შემდეგ მსოფლიო ლიდერები ხელსაც კი აღარ ართმევდნენ და ამ პროცესების შემდეგ იმდენად იყო დისკრედიტებული, რომ ამერიკაში აღარ ჩაესვლებოდა, თუ ვინმეს აქვს ილუზია, რომ ობამამ მას იარაღის მიწოდებაზე დახმარება აღუთვა, ძალიან მწარედ ცდებით. ეს ილუზია თქვენთვის შეინახეთ. ილუზიებით ჩვენ არ ვცხოვრობთ, ჩვენ ვცხოვრობთ რეალობაში, ჩვენ ხალხს რეალობა უნდა ვუთხრათ და დაასრულეთ ეს ტყუილები. თქვენ აღარ ხართ ხელისუფლებაში და აღარასდროს აღარ იქნებით, ტყუილად გიხარიათ რაღაცეები“, – აღნიშნა ღარიბაშვილმა. პრემიერის თქმით, მთავრობას მოლაპარაკებები აქვს ამერიკასთან და ასევე საფრანგეთთან. „აგვისტოს ომის შემდეგ პირველად ჩვენმა მთავრობამ დაიწყო მოლაპარაკებები, არ მინდა დეტალებზე ვისაუბრო, მაგრამ გვაქვს რეალური პერსპექტივები იგივე საფრანგეთთან. ამ ქვეყანასთან მოლაპარაკებები არ გაჩერებულა, რაც საფრანგეთის ელჩმაც დაადასტურა. ეს მინდა „თავისუფალმა დემოკრატებმაც“ გაიგონ. უფრო გონივრულ პაკეტზე ვყალიბდებით, ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს თავდაცვითი შესაძლებლობების განვითარებისა და გაძლიერებისთვის. ასევე ამერიკასთან გვაქვს მოლაპარაკება, მაგრამ მე მიზანშეწონილად არ მიმაჩნია ასეთ თემებზე ასე საქვეყნოდ ვისაუბროთ“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
Financial Times: ტრამპისა და რუსეთს შორის დიზელის თაობაზე დადებული შეთანხმება საფრთხეშია
რეკორდული წარმომადგენლობა - აშშ-ის კონგრესა და სენატში შვიდი მუსლიმი აირჩიეს
ბრეიზა სანქციებს ითხოვს - კობახიძე ბრიუსელში ვიზიტს პროპაგანდისთვის იყენებს
პაველ ჰერჩინსკი - ნუ დაკარგავთ იმედს, საქართველოს მომავალი ქართველი ხალხის ხელშია
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)