|
2017-12-13 15:57:33, 1935 ნახვა
კომენტარი
ირმა ნადირაშვილი: კვირიკაშვილის ძმაკაცებმა სახელმწიფო ფული ვერ გაიყვეს
"ევროპული საქართველოს" წევრი ირმა ნადირაშვილი, პრემიერ-მინისტრსა და გია გაჩეჩილაძის შორის არსებულ უთანხმობას ეხმაურება. "კვირიკაშვილის ძმაკაცებმა სახელმწიფო ფული ვერ გაიყვეს. ქვეყანა მიაქვს კორუფციას და სანამ პრემიერის ძმაკაცებმა არ დაიწყეს ამაზე საუბარი ამ პრობლემის აღიარება საერთოდ არავის არ უნდოდა. მეორე პრობლემაა, რომ გარედან ეს ყველაფერი ძალიან არაჯანსაღად გამოიყურება. როდესაც მესიჯებით ვერ მოაგვარეს პრობლემა საჯარო სივრცეში გადმოვიდნენ და დაიწყეს ამ თემის განხილვა", - განაცხადა ირმა ნადირაშვილმა. შეგახსენებთ, გია გაჩეჩილაძემ (უცნობი) გუშინ გამართულ ბრიფინგზე სახელმწიფო შესყიდვებში უსამართლო პირობების არსებობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სახელმწიფოს ცალკეულ კერძო კომპანიებთან კარტელური გარიგებები აკავშირებს. აღნიშნულ ბრალდებებს ქვეყნის პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირკაშვილი უკვე გამოეხმაურა. კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ ტენდერი რომელზეც გაჩეჩილაძე საუბრობს, კანონის დაცვით ჩატარდა. "თუ გია გაჩეჩილაძის ბრალდებები დადასტურდა, მზად ვარ, თანამდებობა დავტოვო", - დასძინა პრემიერმა. კვირიკაშვილის პასუხის შემდეგ, გაჩეჩილაძემ მორიგი კომენტარი გააკეთა და განაცხადა: "თუ ეს ყველაფერი დასაბუთდება, პრემიერს მხოლოდ ბოდიშს კი არ მოვუხდი, მუხლებზეც დავუდგები".
მიქაუტაძე ამბობს, რომ ბიზნესმენებისგან აღებული ფული გრიგოლ ლილუაშვილთან მიჰქონდა
სუს: ოკუპანტების მიერ 2025 წლის 5 დეკემბერს უკანონოდ დაკავებული მოქალაქე თავისუფალია
"სოლიდუსმა" ოკუპირებულ აფხაზეთს დამატებით 100 ტონა საწვავი მიაწოდა - გიორგი არველაძე
ბენეფიტების ახალი პროგრამა „თეგეტას“ ყველა ყოფილი თანამშრომლისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)