|
2017-12-13 15:41:58, 1982 ნახვა
ეკონომიკა
ბახტაძე: 2018 წელს კერძო სექტორის ხელშეწყობის მიმართულებით ფინანსთა სამინისტროში რეფორმები განხორციელდება
2018 წელს კერძო სექტორის ხელშეწყობის მიმართულებით ფინანსთა სამინისტროში რეფორმები განხორციელდება, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ 2018 წლის ბიუჯეტის პროექტის წარდგენისას განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, არც ერთი რეფორმა არ განხორციელდება ბიზნესთან კონსულტაციის გარეშე. „ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულება, რომელსაც ელოდება ჩვენი ბიზნესი არის დღგ-ის ზედმეტობის დაბრუნების ავტომატური სისტემის დანერგვა, დაინერგება ძალიან გამარტივებული ავტომატური სისტემა, ისე რომ მეწარმეს არც კი მოუწევს ბიუროკრატიასთან უერთიერთობა ისე დაიბრუნებს იმ თანხას რომელიც მას ობიექტურად ეკუთვნის, ამის გარდა ვგეგმავთ დაინერგოს ავტომატური ელექტრონული დეკლარირების სისტემა და გაუმჯობესდეს ელექტრონული სერვისების ხარისხი, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს ბიზნესისთვის საგადასახადო ორგანოებთან მუშაობის დროს", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა. მისი თქმით, საბაჟო სერვისების თვალსაზრისით არსებობს მნიშვნელოვანი პოტენციალი წინსვლისთვის და შესაბამისად, იგეგმება საბაჟო სერვისების სრული დიჯიტალიზაცია და ამ მიმართულებით გადაიდგმება ძალიან კონკრეტული ნაბიჯები. „რა თქმა უნდა, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ გადამხდელების კომფორტული ატმოსფეროს შექმნაზე და ეს არის ჩვენი ვალდებულება და მოვალეობა, ამავე დროს, ჩვენ ვიქნებით ძალიან პრინციპულები საგადასახადო დისციპლინის ნაწილში და საგადასახო ადმინისტრირება იქნება ძალიან მკაცრი და სამართლიანი და ამაზე შემიძლია პირადი პასუხისმგებლობა ავიღო", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, მამუხა ბახტაძემ. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)