19:04 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-13 15:32:56, 1884 ნახვა

კომენტარი
სააკაშვილი: თუ ჩემი საქართველოში ექსტარიდება მოხდებოდა, ხალხი გამათავისუფლებდა

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, თუ მისი ექსტრადირება მოხდებოდა, ხალხი მას გაათავისუფლებდა.

როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, უკრაინის ხელისუფლებას მისი ექსტრადირების საკითხზე ქართულ მხარესთან  "ჩუმი მოლაპარაკებები" ჰქონდა.

„საქართველოს ხელისუფლებასაც გაუჩნდებოდა პრობლემები. ხალხი მე გამათავისუფლებდა და პოროშენკოსთვის 10-ჯერ უფრო დიდი პოლიტიკური რისკ-ფაქტორი გავხდებოდი. არ მაქვს იარაღი, არ მყავს „ბოევიკები“ და არც ვინმეზე თავდასხმას ვაპირებ. პოროშენკოსთვის ძალიან დიდი პრობლემაა, რომ ის ერთ ადამიანს ვერ გაუმკლავდა, რომელსაც იარაღი, თანამდებობა ან ფული არ აქვს. იური ლუცენკომ საქართველოში ჩემი ექსტრადირების საკითხებზე ისაუბრა. ის ამბობს, რომ თუ მე უკრაინას საკუთარი ნებით არ დავტოვებ, საქართველოს გადამცემენ. უკრაინის გენერალურ პროკურორს იურიდიული განათლება არ აქვს, ამიტომ მინდა განვმარტო - თუ ადამიანი სახელმწიფოებრივ დანაშაულს სჩადის, ამ დანაშაულის გამო სასჯელი არ შეიძლება იყოს დეპორტაცია სხვა ქვეყანაში", - განაცხადა სააკაშვილმა.

ამასთან, მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, მას და მის პარტიას დაფინანსება აქვს, თუმცა საკუთარი სახსრები არ გააჩნია. მანვე დასძინა, რომ პირები, რომმლებიც პარტიას აფინანსებენ პლიგარქები არ არიან.

"მინდა აღვნიშნო, რომ მე და ჩემს ოჯახს ფული საერთოდ აღარ გვაქვს. რა თქმა უნდა, ფინანსურად გვეხმარებიან ადამიანები. ეს ინფორმაცია საჯაროა. თუ ვინმე პირადად გვეხმარება, ეს ჩვენი საქმეა. მინდა მკაფიოდ განვაცხადო, რომ ეს ადამიანები ოლიგარქები არ არიან", - განაცხადა ყოფილმა გუბერნატორმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ბერეკაშვილი: ეს იყო არა ფასების დაკლების, არამედ ფასების შემსწავლელი კომისია
დაბომბვის შემდეგ პირველად ისტორიაში, სერბეთმა ნატოსთან ერთად პირველი სამხედრო წვრთნა დაიწყო
საფრანგეთში, ნოროვირუსის აფეთქების გამო, კარანტინში მოათავსეს 1700 ადამიანის გადამყვანი საკრუიზო გემი
დუმამ ოკუპირებულ ცხინვალთან მოკავშირეობის გაღრმავების კანონპროექტი მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics