17:50 - 14 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-13 15:07:53, 1664 ნახვა

კომენტარი
ბახტაძე: სსფ-ის ფისკალური გამჭვირვალობის შეფასებით, საქართველომ 18 ინდიკატორში საუკეთესო პრაქტიკა აჩვენა

ბიუჯეტის გამჭირვალობისა და სრულყოფილი საბიუჯეტო დოკუმენტაციის საჯაროობის კუთხით მნიშვნელოვანია მიმდინარე წელს გამოქვეყნებული საერთაშორისო სავალუტო ფონდის ფისკალური გამჭვირვალობის შეფასება - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ პარლამენტში გამოსვლისას.

როგორც მან აღნიშნა, შეფასება ფინანსთა სამინისტროს თხოვნით ჩატარდა და მოიცავდა  36 ინდიკატორს, სამი მიმართულებით: ფისკალური ანგარიშგება, ფისკალური რისკების ანალიზი, ფისკალური პროგნოზირება და ბიუჯეტირება.

„36 ინდიკატორიდან,  ქვეყანამ 18 ინდიკატოში საუკეთესო ან კარგი პრაქტიკა აჩვენა, ხოლო მხოლოდ 8 ინდიკატორი  ეხება საკითხებს, რაც საჭიროებს სათანადო ღონისძიებების დანერგვას. სავალუტო ფონდთან ერთად მომზადდა სამოქმედო გეგმა 2020 წლამდე პერიოდისათვის, რომლის განხორციელება, სრულად აღმოფხვრის გამოვლენილ ხარვეზებს", - განაცხდა ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მიქაუტაძე ამბობს, რომ ბიზნესმენებისგან აღებული ფული გრიგოლ ლილუაშვილთან მიჰქონდა
სუს: ოკუპანტების მიერ 2025 წლის 5 დეკემბერს უკანონოდ დაკავებული მოქალაქე თავისუფალია
"სოლიდუსმა" ოკუპირებულ აფხაზეთს დამატებით 100 ტონა საწვავი მიაწოდა - გიორგი არველაძე
ბენეფიტების ახალი პროგრამა „თეგეტას“ ყველა ყოფილი თანამშრომლისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics