|
2017-12-13 14:22:08, 1530 ნახვა
კომენტარი
მამუკა მდინარაძე ოპოზიციაზე: ოდნავი სირცხვილის გრძნობა ხომ უნდა გაუჩნდეს ადამიანს - სიმართლე თქვით
ფრაქცია „ქართული ოცნების“ ლიდერი მამუკა მდინარაძე ოპოზიციას მოუწოდებს, კონსტიტუციასთან დაკავშირებით, სიმართლე ილაპარაკონ და საზოგადოება შეცდომაში არ შეიყვანონ. მდინარაძის თქმით, მოთხოვნები, რომელიც ოპოზიციას გააჩნდა, დაკმაყოფდილდა, თუმცა ისინი მაინც ატყუებენ მოქალაქეებს, თითქოს ქვეყნის უზენაეს კანონში ხარვეზიანი ჩანაწერებია: „ხომ შეიძლება გვეყოს ძალა და კონსტიტუციასთან, სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხებთან და მსგავს საკითხებთან დაკავშირებით ვთქვათ სიმართლე და აქაც ჩვენი ვიწრო მერკანტილური პოლიტიკური ამოცანები არ ჩავდოთ და არ ეგონოს თუნდაც ერთ ადამიანს ამ ქვეყანაში, რომ კონსტიტუციაში არის ხარვეზიანი ჩანაწერები. როდესაც ის საკითხები, რომლის დაკმაყოფიელბასაც ითხოვდით დაკმაყოფილდა და ამის შემდეგ ამბობთ, რომ კიდევ ვიღაც თავის თავზე ირგებს ამ კონსტიტუციას და კონკრეტულ მუხლებს, ოდნავი სირცხვილის გრძნობა ხომ უნდა გაუჩნდეს ადამიანს, რომ ჩვენ ვითხოვდით, ყველა ეს მოთხოვნა დაკმაყოფდილდა და მოდი, ამაზე მაინც ნუღა ვიტყვით. ყველას მოვუწოდებ, ვთქვათ სიმართლე კონსტიტუციასთან მიმართებაში“,-აღნიშნა მამუკა მდინარაძემ და დასძინა, რომ ქვეყანას აქვს ეროვნულ ღირებულებებზე ორიენტირებული ევროპული ტიპის კონსტიტუცია, რომელიც ათწლეულებს გაუძლებს.
მიქაუტაძე ამბობს, რომ ბიზნესმენებისგან აღებული ფული გრიგოლ ლილუაშვილთან მიჰქონდა
სუს: ოკუპანტების მიერ 2025 წლის 5 დეკემბერს უკანონოდ დაკავებული მოქალაქე თავისუფალია
"სოლიდუსმა" ოკუპირებულ აფხაზეთს დამატებით 100 ტონა საწვავი მიაწოდა - გიორგი არველაძე
ბენეფიტების ახალი პროგრამა „თეგეტას“ ყველა ყოფილი თანამშრომლისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)