|
2017-12-13 13:54:42, 1948 ნახვა
კომენტარი
მამუკა ბახტაძე: 2018 წლის ბიუჯეტი უზრუნველყოფს, დაჩქარდეს ეკონომიკური ზრდის ტემპი
2018 წლის ბიუჯეტი უზრუნველყოფს, დაჩქარდეს ეკონომიკური ზრდის ტემპი ქვეყანაში, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ პარლამენტში, 2018 წლის ბიუჯეტის პროექტის წარდგენისას განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, 2017-2020 წლების ფისკალური ჩარჩო, რომელზეც დაფუძნებულია 2018 წლის ბიუჯეტი, სრულად ეფუძნება მთავრობის 4-პუნქტიან გეგმას. მისივე თქმით, აღნიშნული პოლიტიკის განხორციელება იყო საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ, საქართველოსთვის ახალი, 3-წლიანი პროგრამის დამტკიცების საფუძველი. „საერთაშორისო სავალუტო ფონდთან არსებული პროგრამის წარმატებით დასრულებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს ქვეყნის სუვერენული რეიტინგის გაუმჯობესების და შესაბამისად როგორც სახელმწიფოს, ისე კერძო სექტორის მიერ ინვესტიციების განსახორციელებლად რესურსების მოზიდვის კუთხით", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ. როგორც ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, ეკონომიკის სტრუქტურული გაჯანსაღებისთვის დაგეგმილი მნიშვნელოვანი რეფორმების გარდა, ფისკალური პოლიტიკის 3 ძირითად პრინციპს ითვალისწინებს: მშპ-სთან მიმართებაში მიმდინარე ხარჯების ეტაპობრივი შემცირება და შესაბამისად, მთავრობის დანაზოგების ზრდა, არსებული რესურსების მაქსიმალურად მიმართვა საინვესტიციო (კაპიტალური) ხარჯების დასაფინანსებლად, საბიუჯეტო დეფიციტის ეტაპობრივი შემცირება.
(NS)
მიქაუტაძე ამბობს, რომ ბიზნესმენებისგან აღებული ფული გრიგოლ ლილუაშვილთან მიჰქონდა
სუს: ოკუპანტების მიერ 2025 წლის 5 დეკემბერს უკანონოდ დაკავებული მოქალაქე თავისუფალია
"სოლიდუსმა" ოკუპირებულ აფხაზეთს დამატებით 100 ტონა საწვავი მიაწოდა - გიორგი არველაძე
ბენეფიტების ახალი პროგრამა „თეგეტას“ ყველა ყოფილი თანამშრომლისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)