|
2017-12-13 12:33:19, 1985 ნახვა
კომენტარი
პრემიერი: თუ გია გაჩეჩილაძის ბრალდებები დადასტურდა, მზად ვარ, თანამდებობა დავტოვო
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გია გაჩეჩილაძის (უცნობი) ბრალდებებს გამოეხმაურა. როგორც პრემიერმა ჟურნალისტებს განუცხადა, სახელმწიფო შესყიდვებში "უსამართლო" პირობებთან დაკავშირებით, გაჩეჩილაძის ბრალდებები მისი გუნდის წევრების მიმართ უსაფუძვლოა. მან ასევე აღნიშნა, რომ ტენდერი რომელზეც გაჩეჩილაძე საუბრობს, კანონის დაცვით ჩატარდა. „გავეცანი გია გაჩეჩილაძის გუშინდელ გამოსვლას. ჩემთვის სამწუხარო იყო იმის მოსმენა და ნახვა, რაც მან ილაპარაკა. აბსოლუტურად დაუსაბუთებლად პირადი შეურაცხყოფა მიაყენა იმ ადამიანებს და გუნდის წევრებს, რომლის ხელმძღვანელიც გახლავართ. მე და გია ერთად ვიბრძოდით, რომ ადამიანის ღირსება დაგვეცვა, მაგრამ სამწუხაროდ, მივიღე ის შეურაცხყოფა მისგან. არ ველოდი და არც შევეგუები, არ შემიძლია მოვისმინო ქება ადამიანისგან, რომელიც ჩემი გუნდის წევრებს აყენებს შეურაცხყოფას. ასევე გავეცანი იმ საკითხს, როდესაც მან ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ ტენდერზე ისაუბრა. მინდა ვთქვა, რომ როდესაც გია დამიკავშირდა, მე მივეცი დავალება მთავრობის ადმინისტრაციას, რომ არ მომხდარიყო ისე და არ დაჩაგრულიყო ბიზნესმენი, ყოფილიყო თანაბარი პირობები ყველასთვის. მინდა ვთქვა, რომ ტერიელ ხეჩიკაშვილი და ის ბიზნეს ჯგუფი, რომელშიც მას წილი გააჩნდა, თუ დღეს გააჩნია, არაფერ შუაში იყო ამ ტენდერთან. სრულიად სხვა კომპანიამ გაიმარჯვა. მეორეს მხრივ კი, ყველაფერი კანონის დაცვით ჩატარდა. მოვითხოვ, რომ გია გაჩეჩილაძემ მიმართოს კონკურენციის სააგენტოს, თუმცა რომ არ მოხდეს გარკვეული ტიპის სპეკულაციები იმასთან დაკავშირებით, რომ კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელს პრემიერი ნიშნავს, მიმართოს სასამართლოს. თუ სასამართლო დაადასტურებს, რომ მთავრობა რამეში შეცდა, მზად ვარ ავიღო ნებისმიერი პასუხისმგებლობა, მათ შორის დავტოვო თანამდებობაც. თუ დადასტურდა, რომ ყველაფერი კანონის დაცვით ჩატარდა, გამოვიდეს ბატონი გია გაჩეჩილაძე და ბოდიში მოუხადოს ტარიელ ხეჩიკაშვილს, ყველას, მათ შორის მეც. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ჩემთვის მიუღებელია ჩემი გუნდის წევრების ლანძღვა და პარალელურად ჩემი ქება. არ მჭირდება ასეთი ქება, წაიღოს თავისი სიტყვებით უკან", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. შეგახსენებთ, გია გაჩეჩილაძემ (უცნობი) გუშინ გამართულ ბრიფინგზე სახელმწიფო შესყიდვებში უსამართლო პირობების არსებობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სახელმწიფოს ცალკეულ კერძო კომპანიებთან კარტელური გარიგებები აკავშირებს.
დაბომბვის შემდეგ პირველად ისტორიაში, სერბეთმა ნატოსთან ერთად პირველი სამხედრო წვრთნა დაიწყო
საფრანგეთში, ნოროვირუსის აფეთქების გამო, კარანტინში მოათავსეს 1700 ადამიანის გადამყვანი საკრუიზო გემი
დუმამ ოკუპირებულ ცხინვალთან მოკავშირეობის გაღრმავების კანონპროექტი მიიღო
საქართველოს ბანკის შეთავაზებები მოსწავლეებისთვის - მიიღეთ ქეშბექი საყვარელ ობიექტებში
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)