|
2017-12-13 12:24:19, 1636 ნახვა
კომენტარი
პრემიერი: მთავრობა აქტიურად მუშაობს, რომ საქართველო აგრობიზნესში საექსპორტო ქვეყანა გახდეს
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, სოფლის მეურნეობის განვითარების კუთხით, ევროკავშირი საქართველოს აქტიური მხარდამჭერია. როგორც კვირიკაშვილმა კონფერენციაზე „სოფლად უკეთესი ცხოვრებისთვის“ სიტყვით გამოსვლის დროს აღნიშნა, მთავრობა აქტიურად მუშაობს, რომ საქართველო აგრობიზნესში საექსპორტო ქვეყანა გახდეს. პრემიერ-მინისტრმა მადლობა გადაუხადა ევროკავშირს იმ დახმარებისთვის, რასაც გაერთიანება საქართველოს უწევს. “ევროკავშირის მიერ გაწეულ დახმარებას აღვიქვამთ როგორც ნდობას და დასტურს იმისა, რომ საქართველო სწორად ვითარდება. ENPARD-ის სამივე ფაზით გათვალისწინებული 180 მილიონი ევროს მიღება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან სოფლის მეურნეობის სფეროს განვითარება ერთ-ერთ პრიორიტეტად დავისახეთ. ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის შემდგომ საქართველო ახალი ვალდებულებების წინაშე დადგა და ამ ვალდებულებებს ევროკავშირის დახმარებით ეტაპობრივად ასრულებს. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო კიდევ ერთხელ ევროკავშირს ამ დიდი შესაძლებლობებისთვის”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. ცობისთვის, კონფერენციაზე სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) პირველი ფაზის შედეგები შეაჯამეს.
სუს: ოკუპანტების მიერ 2025 წლის 5 დეკემბერს უკანონოდ დაკავებული მოქალაქე თავისუფალია
"სოლიდუსმა" ოკუპირებულ აფხაზეთს დამატებით 100 ტონა საწვავი მიაწოდა - გიორგი არველაძე
ბენეფიტების ახალი პროგრამა „თეგეტას“ ყველა ყოფილი თანამშრომლისთვის
ფორმულა: ოკუპირებულ აფხაზეთში შეტანილი საწვავი კომპანია „რესპსოლისგან“ შეიძინეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)