|
2017-12-13 11:37:57, 1531 ნახვა
საზოგადოება
საქართველო „OGP“-ის თავმჯდომარის სტატუსით აზიისა და ოკეანეთის ქვეყნებში რეგიონულ ფორუმში მონაწილეობს
იუსტიციის მინისტრი „ღია მმართველობის პარტნიორობის“ (OGP) აზიისა და ოკეანეთის ქვეყნებში რეგიონულ ფორუმში მონაწილეობს. იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, ინდონეზიის მთავრობის მიერ ორგანიზებულ ფორუმს, რომელშიც 200-ზე მეტი ქვეყნის ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების პირველი პირები, ბიზნესწრეებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები იღებენ მონაწილეობას, თეა წულუკიანი „ღია მმართველობის პარტნიორობის“ მმართველი კომიტეტის თავმჯდომარის სტატუსით დაესწრება. უწყების ცნობით, „OGP“-ის თავმჯდომარეობა საქართველომ მიმდინარე წლის სექტემბერში საფრანგეთისაგან გადმოიბარა. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ჩვენი ქვეყანა მაღალი დონის საერთაშორისო ფორუმს ხელმძღვანელობს, რომელიც მსოფლიოს 75 სახელმწიფოს აერთიანებს. საქართველოში „ღია მმართველობის პარტნიორობის“ პროცესს წარმართავს და კოორდინაციას უწევს იუსტიციის სამინისტრო, ის წარმოადგენს ქვეყნის სხვადასხვა უწყებას „OGP“-ის ფორმატში საერთაშორისო დონეზე. რეგიონული ფორუმი 14 დეკემბერს გაიხსნება. საქართველოს იუსტიციის მინისტრი, როგორც მმართველი კომიტეტის თავმჯდომარე, მისასალმებელი სიტყვით წარდგება ღონისძიების მონაწილეების წინაშე და „OGP“-ის გამოწვევებზე ისაუბრებს. თეა წულუკიანი კიდევ ერთხელ განმარტავს, თუ როგორი იქნება საქართველოს, როგორც პარტნიორობის თავმჯდომარე ქვეყნის, პრიორიტეტები 2018 წლის განმავლობაში. თავისი გამოსვლის ფარგლებში იუსტიციის მინისტრი ყურადღებას გაამახვილებს „ღია მმართველობის პარტნიორობის“ მე-5 გლობალური სამიტის მნიშვნელობაზე, რომელსაც 2018 წლის ზაფხულში საქართველო უმასპინძლებს. ქართული დელეგაცია მონაწილეობას მიიღებს, აგრეთვე, მინისტერიალში, რომელიც ფორუმის ფარგლებში გაიმართება. „OGP“-ის მმართველი კომიტეტის თავმჯდომარე თეა წულუკიანი ინდონეზიისა და ყირგიზეთის ვიცე პრემიერებთან, აგრეთვე, ფილიპინების, ინდონეზიისა და ავღანეთის მინისტრებთან ერთად იმ გამოწვევებზე იმჯელებს, რაც ღია მმართველობის მიმართულებით არსებობს აზიის რეგიონსა და ოკეანეთის ქვეყნებში. საქართველოს იუსტიციის მინისტრი კოლეგების კითხვებს უპასუხებს, თუ რამ განაპირობა საქართველოს წარმატება „ღია მმართველობის პარტნიორობის“ პლატფორმის ფარგლებში, რა რეფორმები გაატარა ქვეყანამ ამისათვის, როგორია საქართველოს, როგორც პარტნიორობის თავმჯდომარე ქვეყნის, ხედვა. ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები ყირგიზეთის, სამხრეთ კორეის, ფილიპინებისა და ინდონეზიის მთავრობების წარმომადგენლებთან. ყველა ეს შეხვედრა უცხოელი პარტნიორების ინიციატივით დაიგეგმა. პარტნიორ ქვეყნებს იმედი აქვთ, რომ „ღია მმართველობის პარტნიორობის“ ამოცანებისა და გეგმების განხორციელების პროცესში საქართველოს იუსტიციის მინისტრისაგან საჭირო და მნიშვნელოვან კონსულტაციებსა და რჩევებს მიიღებენ. ღონისძიების ბოლოს დაგეგმილია მემორანდუმის გაფორმება საქართველოსა და ინდონეზიას შორის. მის ფარგლებში საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ინდონეზიის ადმინისტრაციული და ბიუროკრატიული რეფორმების სამინისტროს გამოცდილებას გაუზიარებს ღია და გამჭვირვალე მმართველობის სახელმწიფო სისტემის მშენებლობის, სახელმწიფო სერვისების გამარტივების, ელექტრონული მმართველობის განვითარების კუთხით. ქართული დელეგაცია ინდონეზიაში ვიზიტს 15 დეკემბერს დაასრულებს. (NS)
აშშ-ისკენ მიმავალი რუსული დიზელის საწვავით დატვირთული ბოლო ტანკერი შემობრუნდა და კურსი შეიცვალა.
ევროკავშირი და აშშ შეთანხმდნენ, რომ უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ ევროპული უსაფრთხოების სისტემა გადაიხედება.
მაკა ბოჭორიშვილი ჰონდურასის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
რუსეთმა ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სიმძლავრის 30% კვლავ დაკარგა უკრაინიდან ერთკვირიანი თავდასხმების შემდეგ
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)