|
2017-12-13 11:18:36, 1832 ნახვა
კომენტარი
კალაძე: მტკვარზე, გარკვეული გაუგებარი მშენებლობები კანონის დარღვევით მიმდინარეობს
დედაქალაქის მერმა თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურს სთხოვა, კონკრეტულ პირებს მიეცეთ გარკვეული ვადა იმისთვის, რომ მდინარე მტკვარზე უკანონო მშენებლობების დემონტაჟი თავად განახორციელონ, წინააღმდეგ შემთხვევაში, კანონით გათვალისწინებული ზომები გატარდება. როგორც კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, მტკვარზე გარკვეული, გაუგებარი მშენებლობები ყოველგვარი კანონის დარღვევით მიმდინარეობს. „თუ დააკვირდებით, ძალიან ცუდია, იქ რაც ხდება. ვიცი, რომ ცვლილებებია მომზადებული, რომლის დამტკიცებაც საქართველოს მთავრობასთან ერთად უნდა მოხდეს. მიუხედავად იმისა, რომ დღეს მოქმედი კანონმდებლობა კრძალავს ნებისმიერი ტიპის, მათ შორის, დროებითი კონსტრუქციების უნებართვო მშენებლობას შესაბამისი ნებართვის გარეშე, ვფიქრობთ, რომ მეტი სიცხადისთვის დაზუსტება აუცილებელია“, - განაცხადა კახა კალაძემ. მისივე თქმით, ზედამხედველობის საქალაქო სამსახური ერთ კონკრეტულ ობიექტზე უკვე იმყოფებოდა, რომელიც მდინარე მტკვარზე მშენებლობას უნებართვოდ ახორციელებს. „მიეცით გარკვეული ვადები, დრო, რომ თვითონვე განახორციელონ უსახური შენობა-ნაგებობის დემონტაჟი, წინააღმდეგ შემთხვევაში, იმოქმედეთ კანონის ფარგლებში“, - განაცხადა თბილისის მერმა.
(NS)
სუს: ოკუპანტების მიერ 2025 წლის 5 დეკემბერს უკანონოდ დაკავებული მოქალაქე თავისუფალია
"სოლიდუსმა" ოკუპირებულ აფხაზეთს დამატებით 100 ტონა საწვავი მიაწოდა - გიორგი არველაძე
ბენეფიტების ახალი პროგრამა „თეგეტას“ ყველა ყოფილი თანამშრომლისთვის
ფორმულა: ოკუპირებულ აფხაზეთში შეტანილი საწვავი კომპანია „რესპსოლისგან“ შეიძინეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)