|
2017-12-12 18:23:20, 1784 ნახვა
კომენტარი
აბესაძე: კრიზისების მართვის საბჭო მხოლოდ და მხოლოდ პრეზიდენტთან ქიშპობის გამო იყო შექმნილი
„მხოლოდ და მხოლოდ პრეზიდენტთან ქიშპობის გამო იყო შექმნილი კრიზისების მართვის საბჭო, რომელმაც 15 მილიონ ლარამდე გაფლანგა“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა ირაკლი აბესაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. „თქვენ უშიშროების საბჭოს გაუქმებისას ერთადერთ არგუმენტად მოგყავდათ უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს არსებობა. თქვენ გვიმტკიცებდით, რომ ქვეყნის უსაფრთხოება დიახაც უმნიშვნელოვანესი იყო „ქართული ოცნებისთვის“ და ამის საკოორდინაციოდ მთავრობასთან და პრემიერ-მინისტრთან შექმნილი იყო უსაფრთხოების და კრიზისების მართვის საბჭო. ეს საბჭო განახორციელებდა იმ ფუნქციებს, რასაც ეროვნული უშიშროების საბჭო ახორციელებდა. ახლა, სამთავრობო ცვლილებების დროს აღმოვაჩინეთ და თავად მთავრობის საპარლამენტო მდივანი გვიცხადებს, რომ უსაფრთხოების და კრიზისების მართვის საბჭო უფუნქციო ორგანო იყო. გამოდის, რომ გასული 3 წლის განმავლობაში ტყუილად იფუნქციონირა და დღეს მთავრობამ უბრალოდ გადაწყვიტა თავად აიღოს ეს ფუნქცია ისე, რომ უსაფრთხოების გამოწვევებში არაფერი შეცვლილა, თუ არ დამძიმდა კიდეც. მხოლოდ და მხოლოდ პრეზიდენტთან ქიშპობის გამო იყო თავის დროზე შექმნილი ეს უწყება, რომელმაც 15 მილიონ ლარამდე გაფლანგა, რომლის ნახევარზე მეტი მხოლოდ და მხოლოდ ხელფასები იყო“, - მიმართა უმრავლესობას აბესაძემ.
სუს: ოკუპანტების მიერ 2025 წლის 5 დეკემბერს უკანონოდ დაკავებული მოქალაქე თავისუფალია
"სოლიდუსმა" ოკუპირებულ აფხაზეთს დამატებით 100 ტონა საწვავი მიაწოდა - გიორგი არველაძე
ბენეფიტების ახალი პროგრამა „თეგეტას“ ყველა ყოფილი თანამშრომლისთვის
ფორმულა: ოკუპირებულ აფხაზეთში შეტანილი საწვავი კომპანია „რესპსოლისგან“ შეიძინეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)