16:58 - 14 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-12 17:36:35, 1713 ნახვა

კომენტარი
ირაკლი კობახიძე: მე-18 მუხლთან დაკავშირებით არგუმენტები ვერ მოვისმინეთ

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, დაემატება თუ არა  საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლს რაიმე ჩანაწერი, ამის თაობაზე გადაწყვეტილება კონსენსუსის საფუძველზე იქნება მიღებული.

კობახიძემ დაინტერესებულ მხარეებს კონსულტაციებისკენ მოუწოდა. თუმცა,  მან ისიც აღნიშნა, რომ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის გუშინდელ სხდომაზე, მე-18 მუხლთან დაკავშირებით, არგუმენტები ვერ მოისმინა. პარლამენტის თავმჯდომარის მტკიცებით, კონსტიტუციის ახალი რედაქციით, ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტი გაზრდილია.

„იყო შემოთავაზებული გარკვეული ფორმულირება იუსტიციის სამინისტროს მხრიდან, კომიტეტის თავმჯდომარემ სთხოვა მინისტრის მოადგილეს, დაეკონკრეტებინა, წარმოედგინა მაგალითები იმისა, რომ შეიძლება გარკვეული ინფორმაცია არ ექვემდებარებოდეს გასაჯაროებას ობიექტურად, მაგრამ აღნიშნულმა ჩანაწერმა შეიძლება გვაიძულოს ჩვენ, რომ მოხდეს ამ ინფორმაციის გასაჯაროვება. საკომიტეტო განხილვის საფუძველზე მივიღეთ გადაწყვტილება, არ აგვესახა შემოთავაზებული ცვლილება კონსტიტუციურ კანონპროექტში. ჩვენ შეგვიძლია, ეს საკითხი დამატებით განვიხილოთ. კენჭისყრა სავარაუდოდ, ხვალ შედგება კანონპროექტთან დაკავშირებით, ამოცანა არის ის, რომ რაღაც რაც არის გასასაჯაროვებელი, გასაჯაროვდეს, რაც არ არის-არ გასაჯაროვდეს.

თუ იქნება რაიმე არგუმენტი იმის თაობაზე, რომ არის შესაცვლელი ფორმულირება, შეგვიძლია დავეთანხმოთ ამ ინიციატივას.თუმცა, კომიტეტზე ჩვენ არგუმენტი ვერ მოვისმინეთ“,-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
სუს: ოკუპანტების მიერ 2025 წლის 5 დეკემბერს უკანონოდ დაკავებული მოქალაქე თავისუფალია
"სოლიდუსმა" ოკუპირებულ აფხაზეთს დამატებით 100 ტონა საწვავი მიაწოდა - გიორგი არველაძე
ბენეფიტების ახალი პროგრამა „თეგეტას“ ყველა ყოფილი თანამშრომლისთვის
ფორმულა: ოკუპირებულ აფხაზეთში შეტანილი საწვავი კომპანია „რესპსოლისგან“ შეიძინეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics