|
2017-12-12 11:20:36, 1850 ნახვა
კომენტარი
მილორავა: მოქმედ ტარიფში ჩადებულია კურსი 2.50, ამდენად, არსებითი გავლენა კურსის გამო, ჯერჯერობით არ იგეგმება
„დღეს მოქმედ ტარიფში ჩადებულია კურსი 2. 50 ამდენად არსებითი გავლენა კურსის გამო ჯერჯერობით არ იგეგმება“,-ამის შესახებ ჟურნალისტებს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარემ ირინა მილორავამ განუცხადა. „დღეს არის შეუძლებელი იმაზე საუბარი, რა მოუვა სამომხმარებლო ტარიფს. იმიტომ რომ მართალია ინვესტიციები ზოგადად არის ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტი ტარიფში, მაგრამ არა ერთადერთი. მომავალი კვირიდან ჩვენ უკვე დავიწყებთ სატარიფო სხდომებს თითოეული კომპანიის მიხედვით და შესაბამისად თვის ბოლოსთვის გამოიკვეთება კონტურები სამომხმარებლო ტარიფთან მიმართებაში. თუმცა ერთი რამ შემიძლია გითხრათ, დღევანდელ არსებულ მოქმედ ტარიფში ჩადებულია კურსი 2.50 თეთრი, ამდენად არსებითი გავლენა კურსის გამო ჯერჯერობით არ იგეგმება“,-აღნიშნა მილორავამ.
სუს: ოკუპანტების მიერ 2025 წლის 5 დეკემბერს უკანონოდ დაკავებული მოქალაქე თავისუფალია
"სოლიდუსმა" ოკუპირებულ აფხაზეთს დამატებით 100 ტონა საწვავი მიაწოდა - გიორგი არველაძე
ბენეფიტების ახალი პროგრამა „თეგეტას“ ყველა ყოფილი თანამშრომლისთვის
ფორმულა: ოკუპირებულ აფხაზეთში შეტანილი საწვავი კომპანია „რესპსოლისგან“ შეიძინეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)