|
2017-12-11 18:36:49, 2215 ნახვა
ეკონომიკა
პირველმა ვიცე პრემიერმა საერთაშორისო რეიტინგებში საქართველოს წარმატების მნიშვნელობაზე ისაუბრა
„საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების და სუვერენული სარეიტინგო კომპანიების პოზიტიური შეფასებები საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია", - ამის შესახებ პირველმა ვიცე პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. დიმიტრი ქუმსიშვილმა რამდენიმე საერთაშორისო რეიტინგზე გააკეთა აქცენტი. კერძოდ, როგორც მან აღნიშნა, 2017 წლის სექტემბერში MOODY's-მა ქვეყნის სუვერენული რეიტინგი გაგვიუმჯობესა Ba3 სტაბილურიდან Ba2 სტაბილურამდე. ამასთან, მინისტრმა კიდევ რამდენიმე მნიშვნელოვან საერთაშორისო რეიტინგზე შეაჩერა ყურადღება, მათ შორის ხაზი გაუსვა მსოფლიო ბანკის Doing Business-ის რეიტინგში საქართველოს მე-17 ადგილიდან მე-9 ადგილზე გადანაცვლებას. დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, პრესტიჟულ საერთაშორისო რეიტინგებში საქართველოს წარმატება ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია, რათა მომავალში სახელმწიფო და კერძო სექტორმა შეძლოს იაფი რესურსის მოზიდვა, რაც, საბოლოო ჯამში, სამუშაო ადგილების რაოდენობის ზრდაზე აისახება.
(NS)
მაკრონმა აღიარა, რომ მომავალში საფრანგეთის პრეზიდენტად დაბრუნებას გეგმავს
უკრაინამ დონბასში რუსული არმიის წინააღმდეგ საბრძოლო რობოტები პირველად გამოიყენა
კობახიძე – მაინც ყოველდღიურად იკრიბებიან ხან 20, ხან 50, ხან 150 კაცით, სექტის სახე ნამდვილად შეიძინა ამ დაჯგუფებამ
ივანიშვილის პაპუაშვილი ოპოზიციურად განწყობილ ხალხს სექტას უწოდებს
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)