|
2017-12-11 16:35:24, 1798 ნახვა
კომენტარი
პრეზიდენტი: მანდატურის სამსახური სკოლაში სამართალდამცავი ვერ იქნება
„სკოლაში აგრესიის დაძლევაში გარდატეხის შეტანა მხოლოდ მასწავლებლებს შეუძლიათ, ამისათვის საჭიროა მათი გაძლიერება და ავტორიტეტის ამაღლება“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საპატრიარქოში განაცხადა, სადაც აღნიშვნას დაესწრო. პრეზიდენტის თქმით, მანდატურის სამსახური სკოლაში სამართალდამცავი ვერ იქნება. გიორგი მარგველაშვილმა პატრიარქისა და პრემიერმინისტრის წინაშე სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პრემიერს და განათლების მინისტრს სკოლის რეფორმირებისაკენ მოუწოდა. "აგრესია და ბოროტება დაითრგუნება არა აგრესიით არამედ სიყვარულით და გაზიარებით. დღეს მინდა კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვა იმ საჭიროებას, რომ ჩვენ უფრო მეტად ლმობიერი უნდა ვიყოთ ერთმანეთის მიმართ და სწორედ, ლმობიერი აღზრდის ფორმით გადავწყვიტოთ საკითხები, რომლებიც ჩვენს წინაშე დადგა.პატივცემულო პრემიერმინისტრო და მინისტრო, ამ თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანია ის რეფორმები, რომელიც განსახორციელებელია სკოლაში. მე როგორც განათლების ყოფილმა მინისტრმა, შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან ბევრი პრობლემაა გადასაწყვეტი, მაგრამ ერთადერთი გზა, რომლითაც მათი გადაწყვეტაა შესაძლებელი, არის მასწავლებლის გაძლიერება და მისი ავტორიტეტის ამაღლება საზოგადოებაში. მხოლოდ ეს მოახერხებს რეალობის გარდატეხას და შეცვლას. საზოგადოებაში ბევრი მსჯელობაა, თუმცა აგრესიაზე და მკვლელობის ტრაგედიაზე მსჯელობის ტექსტი ხშირად აგრესიულია და ამის დაძლევის ერთადერთი ფორმა სიყვარულზე და ერთმანეთისათვის გაზიარებაზე ორიენტირებული პოლიტიკაა, რასაც სკოლაში მასწავლებლები ატარებენ. მასწავლებელი ის ერთადერთი რესურსია, რომელიც ცვლის განწყობას სკოლაში. აქვე მინდა მანდატურის სამსახურზეც გითხრათ. საბედნიეროდ, მაშინდელი ტენდენცია, რომ მანდატურის სამსახური დახურულიყო, არანაირად არ იქნა გაზიარებული და მე შევინარჩუნე ეს სამსახური, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია სკოლისთვის. მაგრამ აქაც უნდა ვიცოდეთ, რომ მანდატურის სამსახური არის სკოლის, მასწავლებლის დამხმარე და არ შეიძლება იყოს სამართალდამცავი, ის ვერ იქნება სკოლის შიგნით სამართალდამცავი. მე იმედი მაქვს, რომ ამ ტენდენციებით, ამ სულისკვეთებით, და თქვენი ლოცვა-კურთხევით თქვენო უწმინდესობავ, თქვენს ქადაგებებში ასე სწორად ორიენტირებული ღირებულებებით, ჩვენ შევძლებთ ამ აგრესიის დაძლევას, განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობაში", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა. ცნობისთვის, საპატრიარქოში თეოლოგიის მიმართულებით პირველი სადოქტორო დისერტაციის დაცვის საზეიმო ღონისძიება გაიმართა. „ეკლესიის მამათა ჰექსენომერული კომენტარების თეოლოგიური ანალიზი" ირაკლი ორჟონიას ნაშრომია, რომელიც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა კურთხევითა და სასულიერო აკადემია - სემინარიის რექტორის და იქ მოღვაწე მეცნიერთა დახმარებით შეიქმნა.
დაბომბვის შემდეგ პირველად ისტორიაში, სერბეთმა ნატოსთან ერთად პირველი სამხედრო წვრთნა დაიწყო
საფრანგეთში, ნოროვირუსის აფეთქების გამო, კარანტინში მოათავსეს 1700 ადამიანის გადამყვანი საკრუიზო გემი
დუმამ ოკუპირებულ ცხინვალთან მოკავშირეობის გაღრმავების კანონპროექტი მიიღო
საქართველოს ბანკის შეთავაზებები მოსწავლეებისთვის - მიიღეთ ქეშბექი საყვარელ ობიექტებში
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)